მუხიანში 7 ავტომობილი გაქურდეს
მუხიანში 7 ავტომობილი გაქურდეს
16.04.2015
მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე, წუხელ 7 ავტომობილი გაქურდეს . ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

შემთხვევის შესახებ მუხიანის პირველი მიკრორაიონის მცხოვრებლებმა დღეს დილით შეიტყვეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილიდან ფულია მოპარული.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება დეტალების დადგენაზე მუშაობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი