სასტიკი ავარია რუსთავის ავტოდრომზე: მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა! (+ VIDEO)
სასტიკი ავარია რუსთავის ავტოდრომზე: მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა! (+ VIDEO)
26.04.2015
რუსთავის ავტოდრომს ასეთი ავარია არ ახსოვს! წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, ფორმულა ალფას კლასში საზარელი ავარია მოხდა, რომელშიც მევლუდ მელაძე (N13, “ლაიონ ტრანსი”) და ირაკლი ჩხეიძე (N77, MIA Force) მონაწილეობდნენ.

შეჯახება ერთ-ერთ მოსახვევში მოხდა, როცა ჩხეიძე მელაძისთვის გასწრებას ცდილობდა, ამ უკანასკნელმა კი კუთხე ჩაუკეტა და ამ დროს, უკანა მარჯვენა საბურავით ჩხეიძის ბოლიდის წინა მარცხენა საბურავს წამოედო და... გაფრინდა! მევლუდის ბოლიდი ჰაერში ამოტრიალდა და ტრასის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რამდენიმე მრბოლელმა მაშინვე შეწყვიტა რბოლა. მრბოლელებმაც და რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილმა ასობით მაყურებელმა რამდენიმეწამიანი შოკი გადაიტანეს. საბედნიეროდ, მევლუდ მელაძე ამ კოშმარულ ავარიას აბსოლუტურად უვნებელი გადაურჩა.

Auto BildAuto Bild

”მადლობა ღმერთს, გადავრჩით! ასეთი ავარია ჩვენს ტრეკზე პირველია. ჯერაც ვერ ვწყნარდები... ძალიან, ძალიან გაგვიმართლა!” - ეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის სიტყვებია, რომელიც მევლუდ მელაძის მეუღლე გახლავთ.

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ გადარჩა არა მარტო მევლუდი, არამედ ქართული ავტოსპორტი, რომელიც მევლუდ მელაძის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ავარია ამ ტრეკზე მართლაც პირველია - პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს!

იხილეთ ვიდეო:
კოშმარული ავარია რუსთავის ავტოდრომზე:
მევლუდ მელაძე სასწაულით გადარჩა!

Auto Bild

Auto Bild
Auto BildAuto Bild

ავარიის შემდეგ გადაღებული ფოტოები: საბედნიეროდ, მევლუდი აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა. მარჯვნივ: მისი ჩაფხუტი