BMW-მ X3 განაახლა
BMW-მ X3 განაახლა
06.02.2014
10 წელზე მეტია, რაც BMW X3 ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში ბავარიულმა კონცერნმა ამ მოდელის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. ახლა კი მიუნხენელებმა X3-ის მესამედ განახლება გადაწყვიტეს. ყველაზე მთავარი სიახლე დიზელის 2-ლიტრიანი ძრავაა, რომლის სიმძლავრე 190 ცხენის ძალა გახლავთ. BMW-ში ირწმუნებიან, რომ ამ აგრეგატით აღჭურვილი X3 საწვავის ხარჯს წინამორბედთან შედარებით 7 პროცენტით შეამცირებს.

საერთო ჯამში ხელმისაწვდომია დიზელის ოთხი და ბენზინის სამი ძრავა 150-დან 313 ცხენის ძალამდე სიმძლავრით. ვიზუალურად განახლება განსაკუთრებით წინა მაშუქებს, რადიატორის ცხაურას და ზოგადად ცხვირს დაეტყო. გარდა ამისა, გვერდითა სარკეებში ახლა მოხვევის ციმციმებია ინტეგრირებული. BMW-მ ოდნავ შეცვალა კიჩოც.

Auto Bild
ბეჭდვა