შუმახერი არ მომკვდარა!
შუმახერი არ მომკვდარა!
09.06.2014
გუშინ და დღეს ინტერნეტში გავრცელდა მორიგი ჭორი, თითქოს შუმახერი გარდაიცვალა...

უკვე მერამდენედ: სხვადასხვა ვებ-გვერდები მიხაელ შუმახერის სახელით და მისდამი მთელი მსოფლიოს უდიდესი ინტერესით სპეკულირებენ, შუმის შესახებ სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ და ამით რეიტინგს იკეთებენ.

გუშინ და დღეს ინტერნეტში გავრცელდა მორიგი ჭორი, თითქოს შუმახერი გარდაიცვალა... მიხაელი არ მომკვდარა, ისევ კომაშია და მის შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. მენეჯერი საბინე კემი საზოგადოებას დაპირდა, რომ ახალ ოფიციალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაავრცელებს, თუ მიხაელის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლება - გაუმჯობესდება ან გაუარესდება.

გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!
ბეჭდვა