მესის, რონალდოს და სხვა ვარსკვლავების მანქანები
მესის, რონალდოს და სხვა ვარსკვლავების მანქანები
20.06.2014
მსოფლიოს ჩემპიონატის ვარსკვლავების ავტომობილები

რა უნდა იყოს საინტერესო საავტომობილო საზოგადოებისთვის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დროს? რა თქმა უნდა ის, თუ რომელი ავტომობილები ჰყავთ მუნდიალის მთავარ მოქმედ პირებს. წარმოდგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავის ავტოპარკს.

Auto Bild
გერმანიის ნაკრების და ლონდონის ”არსენალის” შემტევ ნახევარმცველ მესუთ იოზილს გულჩათხრობილ ადამიანად მიიჩნევენ, მაგრამ საავტომობილო გემოვნებით იოზილი თავმდაბალი ნამდვილად არ არის...

Auto Bild
...ასე რომ არ იყოს, მესუთ იოზილს Ferrari 458 Italia არ ეყოლებოდა. თუმცა იოზილის ”ფერარი” შავი ფერისაა.

Auto Bild
თუმცა იოზილს ყვითელი ფერიც ძალიან უყვარს. ამ ფოტოზე მესუთი Mercedes SLS-ზე აწერს ხელს. მის ავტოფარეხში ეს ავტომობილიც დგას. ოღონდ არა ყვითელი, არამედ ვერცხლისფერი.

Auto Bild
გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ვარსკვლავი, მარიო გიოტცე, რომელიც შარშან მიუნხენის ”ბაიერნმა” დორტმუნდის ”ბორუსიადან” 37 მილიონ ევროდ შეიძინა.

Auto Bild
რა გასაკვირია, რომ გიოტცეს უპრობლემოდ შეუძლია ისეთი ავტომობილის ყიდვა, როგორიცაა Mercedes SLS AMG, რომლის ფასი 186 000 ევროდან იწყება.

Auto Bild
ალბათ იცანით. ეს არის Bentley Continental GT. სწორედ ასეთი მანქანა ჰყავს...

Auto Bild
განის ნაკრების ლიდერ კევინ-პრინს ბოატენგს. ეს უკანასკნელი გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებში თამაშს განის ნაკრები არჩია. ცნობისათვის, მისი ძმა ჟერომ ბოატენგი სწორედ გერმანიის ნაკრების მცველია.

Auto Bild
კამერუნელ თავდამსხმელ სამუელ ეტო’ოს ხომ კარგად იცნობთ?

Auto Bild
მას Aston Martin One-77 ჰყავს!

Auto Bild
სხვათა შორის, ეტო’ოს ფარეხში Bugatti Veyron 16.4-იც დგას. რატომ 16,4? სამუელის ”ბუგატის” 16-ცილინდრიანი ძრავა და 4 ტურბინა აქვს.

Auto Bild
იტალიელი მარიო ბალოტელი ყოველთვის და ყველგან გამოირჩევა.

Auto Bild
ბალოტელის ავტომობილებშიც განსაკუთრებული გემოვნება აქვს და სისწრაფე უყვარს. 2010 წელს მარიო თავისი Audi R8-ით BMW-ს დაეჯახა...

Auto Bild
თუმცა ბალოტელის ფარეხში კიდევ არაერთი გრანდიოზული მანქანა უყენია. მაგალითად, Maserati Gran Turismo, რომლითაც 2011 წელს 300 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა და ამის გამო ცოტა ხნით ჩამოართვეს.

Auto Bild
ბალოტელის Range Rover Evoque-იც ჰყავს, თანაც ორი - ერთი თეთრი, მეორე კი - ოქროსფერი.

Auto Bild
კოტ დ’ივუარის ნაკრების 36 წლის გოლეადორი დიდიე დროგბა არა მარტო შესანიშნავი თავდამსხმელია, არამედ ავტომობილების შერჩებაც ეხერხება.

Auto Bild

Auto Bild
როგორც იცით, დროგბა სტამბოლის ”გალათასარაიში” თამაშობს და თურქეთში Ferrari F430-ით დადის.

Auto Bild
ცნობისათვის, დროგბას Mercedes SLR McLaren-იც ჰყავს...

Auto Bild
ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და ყველაზე ძვირფასი მანქანებიც ჰყავს.

Auto Bild
მაგალითად, ლეოს ძალიან უყვარს თავისი Maserati Gran Turismo MC Stradale, რომლის ფასი დაახლოებით 130 000 ევროა.

Auto Bild
მესიმ ამაზე ”ოდნავ” მეტი გადაიხადა წითელ Ferrari F430-ში, რომელიც 200 000 ევრო დაუჯდა.

Auto Bild
თუმცა ლეოს ესეც არ ეყო და ცოტა ხნის წინათ Dodge Charger SRT8-ც შეიძინა.

Auto Bild
მესის ფარეხში Audi R8 GT-იც დგას.

Auto Bild
ეს მანქანა ”ბარსელონას” ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარსაც ჰყავს.

Auto Bild
ნეიმარის ფარეხში Porsche Panamera-ც დგას.

Auto Bild
აი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი კი ნამდვილად თავმდაბალი ადამიანია.

Auto Bild
ლამს ნამდვილად შეუძლია ”ფერარის” ან ”ლამბორგინის” შეძენა, მაგრამ გაცილებით მოკრძალებული Audi A6-ით დადის.

Auto Bild
იგივე ითქმის გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერზეც...

Auto Bild
გარდა Audi RS6-ისა, რომელიც ნოიერმა ”ბაიერნის” მთავარი სპონსორისგან მიიღო, მანუს ფარეხში...

Auto Bild
Volkswagen Touareg დგას.

Auto Bild
ასევე R8 და RS63.

Auto Bild
კრიშტიანო რონალდო კინაღამ დაგვავიწყდა. თავმომწონე პორტუგალიელი ყველაზე გამორჩეული მანქანებით დადის.

Auto Bild
რონალდოს Lamborghini Aventador ძალიან მალე მობეზრდა...

Auto Bild
...და ახლა 1,6 მილიონ დოლარად Bugarri Veyron 16.4 შეიძინა.
ბეჭდვა