ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
11.11.2014
BMW-მ ელვის პრესლის 507 Cabrio-ს რესტავრირება გადაწყვიტა: ავტომობილი სრულად განახლდება, თუმცა ბევრ რამესაც დაკარგავს

ეს მანქანა BMW-ს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილია. ეს გახლავთ BMW 507 შასის ნომრით 70,079, რომლითაც თავის დროზე თვით ელვის პრესლი დაქროდა. ელვისის კაბრიოლეტი BMW-ს მიუნხენის ქარხანაში ივლისში მიიტანეს და ცოტა ხნით BMW-ს მუზეუმში გამოფინეს, ახლა კი მისმა ამერიკელმა მფლობელმა მანქანის სრული რესტავრირება გადაწყვიტა და ამ საქმეს, რა თქმა უნდა, BMW ითავებს.

Auto Bild

ამ როდსტერს მართლაც განუმეორებელი ისტორია აქვს. BMW-მ კონკრეტულად სწორედ ეს ეგზემპლარი (შასის ნომრით 70.079) წარმოადგინა 1957 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე, რის შემდეგაც ის ჟურნალისტებმა გატესტეს. ამის შემდეგ, სწორედ ამ ეგზემპლარით მოგზაურობდა ცნობილი მრბოლელი ჰანს შტუკი, რომელიც სხვადასხვა რბოლებშიც მონაწილეობდა, რათა პოტენციური მყიდველებისთვის ავტომობილი უკეთესად გაეცნო. სწორედ ერთ-ერთ რბოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ აღფრთოვანდა ამ მანქანით ელვის პრესლი 1958 წლის 20 დეკემბერს. როკ ენ როლის ვარსკვლავი იმხანად 23 წლის გახლდათ, აშშ-ის ჯარში მსახურობდა და გერმანიაში, კერძოდ ჰესსენში, უფრო კონკრეტულად კი ბად ნოიჰამში გახლდათ განაწილებული. და ელვისმა ეს BMW ერთ-ერთი ფრანკფურტელი დილერისგან შეიძინა.

Auto Bild

რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ ეს ავტომობილი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა 1960 წელს, როცა ელვისი ამერიკაში დაბრუნდა, პრესამ მანქანის კვალი დაკარგა. მანქანა მოგვიანებით. 1962 წელს ალაბამაში გამოჩნდა და უკვე ფორდის V8 ძრავა ჰქონდა ჩადგმული. 1968 წელს ეს BMW კალიფორნიელმა ავია-ინჟინერმა ჯეკ კასტორმა შეიძინა, თუმცა გარეთ იშვიათად გამოჰყავდა, 1974 წელს კი საწყობში დააყენა.

Auto Bild

ავტომობილის რესტავრირებას ელვისის ბევრი ფანი ეწინააღმდეგება - ბევრს არ მოსწონს, რომ სრული რესტავრაციით მანქანა ყველაზე მთავარს, ნამდვილ სულისკვეთებას დაკარგავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი მისი მფლობელის სურვილია.

ჯეკ კასტორს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ ელვისის 507 გადაარჩინა, ახლა კი ნამდვილად აქვს იმის უფლება, რომ ამ მანქანის მართვა სურდეს. თუმცა ცხადია, რომ რადიკალური რესტავრაცია ამ მანქანაში ბევრ რამეს გააქრობს და შეცვლის. ასე რომ, უმჯობესი იქნება, თუ BMW-ს წარმომადგენლები ჯეკს დაარწმუნებენ, რომ მსუბუქი რესტავრაციით დაკმაყოფილდეს. ან, უბრალოდ გადასცენ სხვა, რესტავრირებული და ბრწყინვალე 507, ეს ეგზემპლარი კი დააყენონ მუზეუმში, სადაც ყველა მსურველს ექნება იმის საშუალება, რომ ახლოს ნახონ და ხელით შეეხონ ელვისის BMW-ს. ასეთ შემთხვევაში ეს მანქანა კიდევ თაობებს მოუყვება ელვის პრესლის ისტორიას!

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა