ასე წარმოუდგენია მერსედესს მომავალი (+ VIDEO)
ასე წარმოუდგენია მერსედესს მომავალი (+ VIDEO)
10.03.2015
F015 სრულიად ავტომატურად დადის ++ მძღოლის სავარძელი სალონისკენ ტრიალდება

ელექტრონიკის გამოფენაზე CES უმთავრესი ტექნოლოგიური სიახლე არც რომელიმე სმარტფონი იყო და, მით უმეტეს, არც ტელევიზორი - გამოფენის მთავარი გმირი ავტომობილი გახლდათ! ”მერსედესმა” ლას ვეგასში მომავლის ავტომობილი წარმოადგინა: F015, რომელმაც თვითონ, აბსოლუტურად ავტომატურად უნდა იაროს.

Auto BildAuto Bild

”მერსედესის” ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ სანამ ამ ავტომობილის შექმნის იდეაზე მუშაობას დაიწყებდნენ, უამრავი კვლევა ჩაატარეს და საქმეს მხოლოდ მას შემდეგ შეუდგნენ, რაც დარწმუნდნენ, რომ ეს გონივრული და დროული ნაბიჯი იქნებოდა.

”21-ე საუკუნეში მდიდრულობისა და კომფორტის უმთავრესი ღირებულებები დრო და პირადი სივრცე იქნება, - განაცხადა ”მერსედესის” შეფმა დიტერ ცეტშემ, - ”მერსედესის” ავტოპილოტიანი მანქანები ადამიანებს სწორედ ამას შესთავაზებენ და, თანაც, უმაღლეს დონეზე. F015 Luxury in Motion-ის სახით, მობილურობის ეს რევოლუციური კონცეფცია პირველად ხდება კონკრეტული და რეალურად ხელშესახები.”

Auto Bild
F015 Luxury in Motion "მერსედესის" შეფმა დიტერ ცეტშემ წარადგინა

ცეტშეს თქმით, დაიმლერის მიზანია, ავტოპილოტიან ავტომობილში მაქსიმალურად იყოს განვითარებული კომუნიკაციის შესაძლებლობები - ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს ”ესაუბრება”, გზაზე გადასვლის დროს აფრთხილებსო.

ცეტშემ სტუდიური მოდელის პრეზენტაციაზე ისიც თქვა, რომ ამ კონცეფციის მთავარი მიზეზი სამყაროს სწრაფი ცვალებადობაა. ”მერსედესის” მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2030 წლამდე 30-დან მინიმუმ 40-მდე გაიზრდება ისეთი მეგაქალაქების რაოდენობა, სადაც მინიმუმ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

Auto Bild

Auto Bild

Auto BildAuto Bild

F015-ის ინოვაციური ინტერიერის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი მოქნილი სავარძლების სისტემაა. ოთხივე სავარძელი 360 გრადუსით ტრიალებს, რის შედეგადაც, მანქანის სალონს ნებისმიერ დროს კომფორტულ ლაუნჯად გადააქცევთ.

► იმისათვის, რომ ჩაჯდომა და გადმოსვლა კომფორტული იყოს, როგორც კი კარს გააღებთ, სავარძლები 30 გრადუსით ელექტრონულად გამოდის.

► მგზავრებს საშუალება აქვთ, სენსორული ეკრანები არა მარტო შეხებით, არამედ ჟესტიკულაციებითაც მართონ.

► ელექტროამძრაობის მქონე F015 გარემოსთან კონტაქტს ლაზერული და LED-განათებით ამყარებს და სატრანსპორტო მოძრაობაში ფაქტობრივად სოციალური პარტნიორია.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

იხილეთ ვიდეო:


ბეჭდვა