შემზარავი ავარია ახალი ლამბორგინით (+ VIDEO)
შემზარავი ავარია ახალი ლამბორგინით (+ VIDEO)
20.01.2015
უნგრეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ახალი Lamborghini Huracan-ის შემზარავ ავარიას ასახავს

ეს ავარია გასული წლის 5 სექტემბერს მოხდა, ვიდეო კი ინტერნეტში პირველად ახლაღა გავრცელდა. ვიდეო ავტომობილის სალონშია გადაღებული: ოპერატორის ფუნქციას მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრი ასრულებს - გოგონა, რომელიც ”ლამბოს” მფლობელის მეგობარია.

Auto BildAuto Bild

ახალთახალი ”ლამბორგინი” უნგრეთის ავტობან M7-ზე ძალიან სწრაფად მიქროდა - ავარიამდე მგზავრი სწორედ სპიდომეტრს უღებდა, რომელიც იმ მომენტში 315 კმ/სთ-ს უჩვენებდა, მანამდე კი 336 კმ/სთ-მდე აწევა მოასწრო. ბოლო წამს სიჩქარე 310 კმ/სთ-მდე დავარდა, სწორედ ამ დროს წყდება კადრი და გვესმის მძღოლის ავისმომასწავებელი შეძახილიც...

Auto BildAuto Bild

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, მძღოლმა ”ლამბორგინიზე” კონტროლი დაკარგა. უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი ის არის, რომ ყველა მძღოლს სიფრთხილისკენ და ავტომობილის გონივრულად მართვისკენ მოუწოდოს.

ამ შემთხვევაში მძღოლსაც და გოგონასაც ძალიან გაუმართლათ: ორივე გადარჩა, რაც დაუჯერებელია, რადგან საოცნებო ”ლამბოსგან” ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა. 36 წლის მძღოლი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, მისი მეგობარი გოგონა კი - ვერტმფრენით.

იხილეთ ვიდეო: შემზარავი ავარია ახალი Lamborghini Huracan-ით
Auto Bild
ბეჭდვა