შუმახერის შვილები მამის კვალზე
შუმახერის შვილები მამის კვალზე
04.02.2015
► ჯინა მარია უკვე მსოფლიოში პირველია! ► ფორმულა 4-ის კონტრაქტი მიკს

გამარჯვებულის გენები მათ მამამისისგან მემკვიდრეობით მიიღეს - მიხაელ შუმახერს საამაყო შვილები ჰყავს. 46 წლის შუმის მკურნალობის პროცესი შვეიცარიაში, საკუთარ ვილაში გრძელდება - მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელAuto Bildდება. ამასობაში, მისი შვილები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ. როგორც იცით, მიხაელს ორი შვილი ჰყავს - 17 წლის გოგონა ჯინა მარია და 15 წლის ბიჭი მიკი.

მიკი მამის გზას გაჰყვა, მრბოლელია და ფორმულა 1-ის კარიერაზე ოცნებობს, ჯინა მარია კი ცხენოსნობითაა გატაცებული.

► ჯინა მარია შუმახერმა უკვე იმდენს მიაღწია, რომ თავის ასაკში მსოფლიოში ნომერ პირველი მხედარია! ცხენოსნობის სიყვარული მას დედისგან, კორინა შუმახერისგან ერგო და ამ მომენტისთვის შუმის ქალიშვილი ვესტერნის სტილის ცხენოსნობის რეიტინგში იუნიურებს შორის პირველ ადგილზეა! ჯინა მარიამ ამ დისციპლინაში 2014 წლის ბოლოს მსოფლიო პირველობა მოიგო.
ჯინა მარია ძირითადად კორინა შუმახერის საკუთარ რანჩოში ვარჯიშობს და შეჯიბრებებში დედამისის ცხენებით მონაწილეობს - კორინას საჯინიბოში 40 ცხენი ჰყავს.
Auto Bild
► რაც შეეხება მიკს: შუმახერის 15 წლის ვაჟი ავტოსპორტში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. 2014 წლის ოქტომბერში პატარა შუმი კარტინგის მსოფლიო პირველობაზე (KF3, 30 ცხ. ძ.) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჰოლანდიური გუნდი Van Amersfoort Racing მიკ შუმახერს კონტრაქტს გაუფორმებს და მიხაელის შვილი მონაწილეობას მიიღებს ახალ ფორმულა 4-ში, რომელიც რვა რბოლისგან შედგება. სეზონი 24 აპრილს იწყება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიკი მალე ვიხილოთ ფორმულა 1-ში. მას ნიჭიც ხელს უწყობს და ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ გაიმეოროს იგივე, რაც 17 წლის ჰოლანდიელმა ვუნდერკინდმა მაქს ვერსტაპენმა შეძლო - ეს უკანასკნელი წელს ფორმულა 1-ში იწყებს მოღვაწეობას (ტორო როსო) და ”დიდი ცირკის” ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია.

უფროს შუმის გამოჯანმრთელებას, უმცროს შუმის კი - წარმატებებს ვუსურვებთ!
Auto Bild
ბეჭდვა