როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
06.02.2015
რუს პოლიტიკოსებს ჯავშნიანი ”მერსედესები” ძალიან უყვართ, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, მომავალში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ”მერსედესის” მარკის ავტომობილებზე უარის თქმა მოუწევთ. სანაცვლოდ, პუტინმა რუს ავტოინჟინრებსა და ავტოდიზაინერებს რუსული ძვირფასი ავტომობილის შექმნა დაავალა და ერთი რჩევა მისცა: ეს მანქანა ”როლს როისს” უნდა ჰგავდეს!

Auto Bild

ზოგადად, პუტინს ავტომობილებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რასაც თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საჭესთან ხშირად თვითონვე ზის. ოფიციალურად ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პუტინს ორი საკუთარი ანტიკვარი ჰყავს - მათ შორის, 1956 წელს გამოშვებული ”ვოლგა”, რომლითაც პუტინმა 2005 წელს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაასეირნა.

Auto Bild

ახლა პუტინი ძირითადად გერმანული ლუქს-ავტომანქანით გადაადგილდება: ეს გახლავთ შეჯავშნული და თითქმის მილიონ ევროდ ღირებული ”მერსედესის” ლიმუზინი - Pullman ვერსია. გარდა ამისა, მის ავტოპარკს Mercedes S 600 Guard-იც ამშვენებს, რომლის საჭესთანაც პუტინი ხშირად თვითონ ზის ხოლმე. მის ფარეხშია ზილ-ის ძველი ლიმუზინიც, რომელიც პუტინს იმდენად არ მოწონს, რომ ეს მანქანა ფარეხიდან არც გამოუყვანია.

2012 წელს ზილ-ის ახალი ლიმუზინის მცდელობა ჰქონდათ, რომელიც პუტინს ასევე არ მოეწონა. ეს იყო მოდელი ЗиЛ 4112Р.

Auto Bild
Auto Bild

მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავრობის წევრებს უცხოური ავტომობილებით სარგებლობა ეკრძალებათ - პუტინის ბრძანებით, მათ რუსული წარმოების მანქანები უნდა გამოიყენონ. აკრძალვა პირველ რიგში ”მერსედესის” მარკის ავტომობილებს ეხებათ, რადგან ”მერსედესი” რუს ფუნქციონერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პუტინი და მედვედევი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ რუსეთში წარმოებული ავტომობილების წახალისება სურთ, მაგრამ იმისათვის, რომ მთავრობის წევრებმა არჩევანი რუსეთში წარმოებულ Volkswagen-ზე ან BMW-ზე არ შეაჩერონ არჩევანი, შეიქმნა პროექტი ”კორტეჟი”, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პოლიტიკოსებისთვის და მთავრობის წევრებისთვის რუსული ავტომობილების წარმოება დაიწყება.

კონცეპტის დიზაინი ძალიან ჰგავს Rolls-Royce Phantom-ს, თუმცა რუსული მოდელი მასზე გაცილებით დიდი ზომის უნდა იყოს. როგორც ირკვევა, ავტომობილს უმაღლეს კომპლექტაციაში სრული ამძრაობა, V12-ძრავა და 850-ცხენისძალიანი სიმძლავრე ექნება. რუსული მედიის ცნობით, პროექტში 24 მილიარდი რუბლის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო, რაც დაახლოებით 442 მილიონი ევროა.

რუსული ლუქს-სედანის პირველი ეგზემპლარები 2017 წლიდან უნდა გამოჩნდეს.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
"ზილ პრეზიდენტის" კონცეპტი