ამისათვის ”ბრაბუსმა” Mercedes S 63 AMG-ის V8 ძრავის მოცულობა 5,5-დან 6,0 ლიტრამდე გაზარდა და, ცხადია, მოდიფიკაცია გაუკეთა, რომლის შედეგადაც მისი მაქსიმალური ბრუნის მომენტი 1150 ნიუტონმეტრია.

ამრიგად, სრული ამძრაობის მქონე 850 6.0 Biturbo Coupé 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3,5 წამში ჩქარდებაო, გვპირდებიან გერმანელები, მაქსიმალური სიჩქარე კი, Brabus-ის ოფიციალური განცხადებით 350 კმ/სთ-ზე იზღუდება. ისე კი, სპიდომეტრზე 400-იც აწერია...
ვიზუალის მხრივ მანქანას Brabus-ისთვის დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, შავ ფერშია გადაწყვეტილი. გამოყენებულია უამრავი კარბონი და უმაღლესი ხარისხის ტყავი. Brabus 850 6.0 Biturbo-ს პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე შედგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გაყიდვები და რა ეღირება ეს ავტომობილი.













