წარმოიდგინეთ, რომ ავტობანზე 100 კმ/სთ სიჩქარით ისე მიდიხართ, საჭეს საერთოდ არ ეხებით - ის, რაც ევროპაში ჯერ კიდევ აკრძალულია, სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ე.წ. Freeway-ზე უკვე დასაშვებია. CES-ზე ”აუდიმ” ორი ავტოპილოტიანი პროტოტიპი წარმოადგინა და კალიფორნიის Freeway-ზე ორივე ვმართეთ.

საჭეს ხელს გაუშვებ და მას უკვე ელექტრომოტორი და კომპიუტერი მართავს!
AUTO BILD-ის ავტორ ბურკჰარდ კნოპკეს შთაბეჭდილება ასეთია: ეს არის 3D-კამერის, სენსრებისა და ახალი ლაზერული სკანერების თამაში, რისი მეშვეობითაც ავტომობილი ჰაივეიზე მძღოლის გარეშეც გადის ფონს. აჩქარება და დამუხრუჭება თანაბარზომიერად ხდება, მოხვევა - 110 კმ/სთ-მდე სისწრაფით მოძრაობისას უნაკლოა. გარდა ამისა, ავტოპილოტიანი A7 გასწრებასაც მშვენივრად ახერხებს. აი, გზაჯვარედინებზე და ისეთ მოძრაობაში, როგორიც ქალაქში იქნება, ავტომობილი უკვე იბნევა. თუმცა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება უკვე ტექნიკის განვითარების მომდევნო ეტაპია.
ავტოპილოტიანი მანქანა
საბოლოო ჯამში ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ თამაში და კომფორტით გართობა. ტექნიკა დაღლილ ან კონცენტრაციადაკარგულ მძღოლს უნდა დაეხმაროს, საშიში სიტუაციები მასზე ადრე განჭვრიტოს და ავარიისგან დაიცვას. ამ ტექნიკაზე არა მარტო ”აუდი”, არამედ თითქმის ყველა ავტომწარმოებელი მუშაობს.

”აუდის” თვალები: სწორედ აქაა ის ლაზერი, რომელიც გზას უყურებს