ათი იდიოტი საჭესთან (+10 VIDEO)
ათი იდიოტი საჭესთან (+10 VIDEO)
23.03.2015
სამარცხვინო მძღოლები ყველგანაა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით . ეს ათი მძღოლი კი მართლაც გამორჩეულია - მათთვის ცუდი ის არის, რომ ათივეს ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტით გაავრცელეს.

მეათე ადგილით დავიწყოთ და საუკეთესო ”ლუკმები” ბოლოსთვის მოვიტოვოთ...

10. თუ ტარება არ იცი, თავს ნუ გამოიდებ!


რამდენადაც სპორტულია BMW, იმდენად მეტი ცოდნა და გამოცდილება მოეთხოვება მძღოლს და თუ არ იცის, რა დროს რა დოზითაა საჭირო გაზი და მუხრუჭი, ან რა დროს საით უნდა დაატრიალოს საჭე, მაშინ არც უნდა გადააჭარბოს.



9. მაგრამ მარტო ”ჯიპობა” რას იზამს, თუ მძღოლი ასეთია

თუ მძღოლმა არ იცის, როგორ უნდა მართოს ავტომობილი თოვლზე, მაშინ Jeep-იც ვერ დაეხმარება. მართლა!



8. სწორ გზაზე როგორ უნდა გადაბრუნდე?

ნახეთ, რა დაემართა ამ პატიოსან კაცს...



7. ათასად კაცი დაფასდა, ათიათასაც ზრდილობა!

მართალია, ამ ქალბატონს ნამდვილად არ უნდა მოეხდინა მარცხენა ზოლის ბლოკირება, თანაც, ამავდროულად არ უნდა გადაეღი მის უკან მომავალი პიკაპისთვის ვიდეო, მაგრამ ის, რასაც პიკაპის მძღოლი გასწრებისას აკეთებს, მაინც მიუღებელია. ზრდილობიანი რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დაემართებოდა ის, რაც მერე დაემართა...



6. დაიმორჩილე ცხენის ძალები

აქაც უნდა გავიმეოროთ, რომ ძლიერ ავტომობილს ძლიერი მძღოლის ხელი სჭირდება!



5. მთავარია, სიმშვიდე

ეს ვიდეო ალბათ დაპარკინგების ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივ პროცესს ასახავს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მძღოლი, რომელიც ქალბატონია, წარმოუდგენელ სიმშვიდეს ინარჩუნებს და ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემგდეგ ყველაფერს ისევ თავიდან იწყებს.



4. აი, როგორია, როცა მართლა ცუდი დღე გაგითენდება

უბრალოდ გაიცანით მოპედის ეს პეკინელი მძღოლი, რომელიც იმ დღეს მარცხენა ფეხზე ადგა...



3. ტრეკზე მანქანა ასე არ უნდა მართო!

ეს ადამიანი ტრეკის და ავტომობილის მართვის ყველა წესს არღვევს



2. ბრძოლა ფარეხის კართან

სიტყვები არ გვყოფნის... ნახეთ ვიდეო!



1. Don't panic

92 წლის მამაკაცმა ერთ წუთში 9 ავტომობილი დააზიანა! ცხრა! პოლიციელებმა რომ ჰკითხეს, ბაბუ, რაზე ფიქრობდიო, უპასუხა, რომ უბრალოდ პანიკაში ჩავარდა...

ბეჭდვა