ლენდ როვერის მაიბახი
ლენდ როვერის მაიბახი
30.03.2015
”ლენდ როვერი” ნიუ იორკის ავტოშოუზე (3-დან 12 აპრილამდე) ”რენჯ როვერის” ლუქს-ვერსიას , Range Rover SVAutobiography-ს წარმოადგენს. Special Vehicles-ის მიერ შესრულებულ ამ SUV-ს პირველ რიგში ორ ფერში გადაწყვეტილი ძარით იცნობთ. ძვირფასი ”რენჯის” სავიზიტო ბარათებია ასევე SVAutobiography-ს ლოგოები საბარგულის კარზე და ახალი სახის წარწერა კაპოტზე, რომლის ქვეშაც ქრომირებული ცხაურა ავტომობილს ელეგანტურ იერს ანიჭებს. Range Rover-ის SVAutobiography-ვერსიის შეკვეთა შესაძლებელია როგორც მოკლე, ასევე გრძელი ბაზით. ბრიტანელებს ფასის შესახებ არაფერი უთქვამთ, გაყიდვების სტარტი ზაფხულშია დაგეგმილი.

Auto Bild

ბრიტანელებმა ნაცნობი 5-ლიტრიანი V8-კომპრესორიან ძრავას ცხენის ძალები ”წაუმატეს” და SVAutobiography-მ 550 ცხენის ძალა მიიღო. ბრუნის მაქსიმალური მომენტი 625-დან 680 ნიუტონმეტრამდეა. ოფიციალური ინფორმაციით, ექსკლუზიური ”რენჯი” სხვა ძრავებითაცაა ხელმისაწვდომი - მათ შორის, SDV6 ჰიბრიდი და SDV8.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:

ვის უნდა სამხიდიანი ლენდ როვერი?

Auto Bild

ეს ლენდ როვერი თოვლშიც მაგარია!
Auto Bild

ბეჭდვა