ახალი ლინკოლნი ამერიკისთვის
ახალი ლინკოლნი ამერიკისთვის
02.04.2015
Lincoln Continental Concept | ახალი ამერიკული ლუქსლაინერი

”ფორდის” განსაკუთრებით მდიდრულად შესრულებული მოდელები 1940 წლიდან Lincoln-ის ლოგოს ატარებენ. ”ლინკოლნმა” ნიუ იორკში ახალთახალი ”ლუქს-ლაინერი” წარმოადგინა.

ეს გახლავთ საჩვენებელი მოდელი Lincoln Continental Concept, რომელიც, ”ფორდის” ოფიციალური განცხადებით, გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება ”ლინკოლნის” ახალი მაღალი კლასის სედანი, რომელიც 2016 წელს გამოვა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ყველა დროის ყველაზე მდიდრული ”ლინკოლნი” უნდა იყოს.

Auto Bild
Auto Bild

ინტერიერში საუკეთესო მასალებია გამოყენებული - ვენეციური ტყავი და ალკანტარა სავარძლებისთვის და სალონის შესამოსად, უმაღლესი ხარისხის ხალიჩები და იდეალური გარემო. გარეგნულად გაჭიმული სილუეტია თვალშიმოსახვედრი, რომელიც ბევრს ”ბენტლის” მოაგონებს.

მწარმოებლის დაპირებით, ავტომობილის ტექნიკაც საუკეთესოა. ამერიკელები ყველა თანამედროვე ასისტენტ-სისტემას, ავტომატურ ავარიულ დამუხრუჭებას, ფეხით მოსიარულეთა მაქსიმალურ დაცვას და 360-გრადუსიანი კამერის მქონე პარკ-ასისტენტსაც გვპირდებიან.

საჩვენებელ მოდელს ”ფორდის” 3-ლიტრიანი, V6 EcoBoost-ძრავა უდგას - სიმძლავრე: 400-დან 450 ცხენის ძალამდე.

Auto Bild
Auto Bild

► ფაქტია, რომ როცა ”ფორდის” კონცერნი ამ Lincoln Continental-ის წარმოებას დაიწყებს, Mercedes S-კლასს, BMW-ს მეშვიდე სერიას და Audi A8-ს ამერიკის ბაზარზე ძალიან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ ამერიკელებმა ეს მოდელი ევროპაშიც გამოგზავნონ...

Auto Bild

Auto Bild
1940 წლიდან Lincoln გახლავთ Ford Motor Company-ს მდიდრული ქვებრენდი, Continental კი მაღალი კლასის მოდელია. ამ ფოტოზე ხედავთ 1940 წელს გამოშვებულ Zephyr Continental Cabriolet-ს

Auto Bild
”კონტინენტალი” ლუქს-ლიმუზინია, რომელსაც მთავრობაც აქტიურად იყენებდა. ამ ფოტოზე ხედავთ Secret-Service-ტიპებს იმ ”ლინკოლნ კონტინენტალთან”, რომელიც 1961 წელს აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯონ კენედის ემსახურებოდა

Auto Bild
”ლინკოლნ კონტინენტალი”, რაღა თქმა უნდა, ”როკ ენ როლის” მეფეს, ელვის პრესლისაც ჰყავდა. ამ ფოტოზე ხედავთ მის ქვრივს, პრისცილა პრესლის, რომელიც ელვისის ”ლინკოლნთან” დგას
ბეჭდვა