ახალი ბუგატი ნამდვილი რაკეტა იქნება!
ახალი ბუგატი ნამდვილი რაკეტა იქნება!
28.04.2015
როგორც იცით, ”ბუგატი ვეირონის” წარმოება დამთავრდა (ყველა მოდელი გაყიდულია), ძალიან მალე კი მისი შემცვლელი, Bugatti Chiron გამოვა. თუ ინსაიდერებს დავუჯერებთ, ახალ მოდელს უკვე გაისად ვიხილავთ და ის დაუჯერებლად მძლავრი და სწრაფი იქნება.

Auto Bild

ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა მომავალი Bugatti Chiron-ის პირველი ტექნიკური მონაცემები გამოააშკარავეს: მანქანა აღიჭურვება W16-ძრავით, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალა (!!!) უნდა იყოს, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 1498 ნიუტონმეტრი. სწორედ ამის შესახებ წერს ბრიტანული ჟურნალი Carmagazine. შედარებისთვის: ფორმულა 1-ის ბოლიდს 830 ცხენის ძალა აქვს (ცხადია, წონაც გაცილებით ნაკლები აქვს).

”ბუგატის” მორიგი სუპერსპორტული ბოლიდი 100 კმ/სთ-მდე 2 წამში აჩქარდება, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 463 კმ/სთ უნდა იყოს.

Auto Bild

არადა, მისი წინამორბედიც აბსოლუტური მონსტრი იყო: ”ვეირონი” ყველაზე სწრაფი დასაშვები სერიული ავტომობილი გახლდათ - 16-ცილინდრიანი ძრავით, 4 ტურბოდამბერით, 8-ლიტრიანი ძრავით და 1200 ცხენის ძალით 431 კმ/სთ-ს ავიტარებდა. ახლა კი გამოდის Bugatti Chiron, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი და სწრაფი იქნება!

იხილეთ ასევე:

შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild

ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!
Auto Bild


ბეჭდვა