ასეთი იქნება Mercedes G-კლასის პატარა ძმა
ასეთი იქნება Mercedes G-კლასის პატარა ძმა
12.05.2015
აი, ამ და სხვა ქროსოვერებს და მინი-SUV-ებს ველოდებით 2020 წლამდე: VW Beetle-ის ქროსოვერი, მომავალი Mini Countryman, BMW X1, ”სმარტის” ქროსოვერი, Mazda CX-3, Audi Q1 და ა.შ.

მინი-SUV-ებისა და ქროსოვერების სეგმენტში რომ ბუმია, ამის შესახებ AUTO BILD-ს არაერთხელ დაუწერია. თავად განსაჯეთ: 2013 წლის შემოდგომიდან 2014 წლის შემოდგომამდე პატარა და კომპაქტური SUV-ების გაყიდვები 48 პროცენტით (!) გაიზარდა. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მწარმოებლები უფრო და უფრო მეტი ასეთი ავტომობილის შექმნას გეგმავენ.

2020 წლამდე საავტომობილო მსოფლიო უთვალავ ასეთ ახალ მოდელს ელის - ფოტოგალერეაში გთავაზობთ მომავალი კომპაქტური და პატარა ქროსოვერების ფოტოებსა და ექსკლუზიურ ილუსტრაციებს. ამ გალერეაში თავმოყრილია ”აუდის”, ”მერსედესის”, BMW-ს, ”ფოლკსვაგენის” და სხვა ავტომწარმოებლების ყველა დაგეგმილი ქროსოვერი.

Auto Bild
Mercedes GLB-ს ტექნიკური ბაზა ახალი, წინაამძრავიანი თაობაა (MFA2)

თუმცა აქვე გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთ მათგანზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. ეს გახლავთ G-კლასის კომპაქტური ვერსია GLB, რომელსაც ”მერსედესი” 2019 წელს გამოუშვებს. მისი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნებია მოხვევის ციმციმები წინა ფრთებზე და ზოგადად წინა მაშუქების დიზაინი ცხაურასთან ერთად.

Mercedes GLB-ს ტექნიკური ბაზა ახალი, წინაამძრავიანი თაობაა (MFA2), რომელიც სერიაში 2018 წლიდან ჩაეშვება. GLB ხუთადგილიანი იქნება და დიდი საბარგული ექნება.

G-კლასისგან განსხვავებით, GLB-ს ოფროუდის ამბიციები არ ექნება. მართალია, სრული ამძრაობითაც იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მაინც. ”მერსედესი” გვპირდება განახლებულ უკანა ხიდს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მოხვევის სისტემას და უძლიერეს მუხრუჭებს.

გაინტერესებთ, რომელი ავტომწარმოებელი როგორი ქროსოვერის გამოშვებას აპირებს 2020 წლამდე? დაათვალიერეთ ფოტოგალერეა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ყველა ახალი კომპაქტური ქროსოვერი 2020 წლამდე

Auto Bild


ბეჭდვა