ამ მინიბუსში პორშე ცხოვრობს!
ამ მინიბუსში პორშე ცხოვრობს!
15.05.2015
ვიორთერზეეზე GTI-კლუბის ყოველწლიური შეხვედრა გრძელდება (16 მაისამდე) და სწორედ ამ გამოფენაზე წარმოადგინა შვეიცარიულმა კომპანია Fred Bernhard-მა ის მინიბუსი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

მისი სახელია T1 Race Taxi - ეს არის ”ფოლკსვაგენის” ლეგენდარული მოდელი, 1962 წელს გამოშვებული VW Bus, რომელზეც შვეიცარიელებმა 6 წლის განმავლობაში იმუშავეს და ”სარბოლო მინიბუსად” გადააკეთეს.

Auto Bild

თავად განსაჯეთ: მოხვევის სისტემა, სამუხრუჭე სისტემა და მსუბუქი მეტალის 6-ცილინდრიანი ძრავა ”პორშესია” – Porsche 993-ის. 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი კი Porsche 996 GT3-იდან აიღეს. შედეგად მივიღეთ მართლაც სარბოლო მინიბუსი, რომლის სიმძლავრე 530 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სისწრაფე კი - 230 კმ/სთ...

Auto Bild
ბეჭდვა