როლს-როისივით ძვირფასი რენჯი
როლს-როისივით ძვირფასი რენჯი
21.05.2015
”როლს-როისმა” მხოლოდ ახლახან გამოაცხადა, რომ SUV-ის გამოშვებას გეგმავს და ”რენჯ როვერისგან” უკვე კონკურენტიც მიიღო . ეს არის Range Rover-ის ბაზაზე შექმნილი მდიდრული ვერსია SV Autobiography.

Special Vehicles-ის მიერ შესრულებულ ამ SUV-ს პირველ რიგში ორ ფერში გადაწყვეტილი ძარით იცნობთ. ძვირფასი ”რენჯის” სავიზიტო ბარათებია ასევე SVAutobiography-ს ლოგოები საბარგულის კარზე და ახალი სახის წარწერა კაპოტზე, რომლის ქვეშაც ქრომირებული ცხაურა ავტომობილს ელეგანტურ იერს ანიჭებს. Range Rover-ის SVAutobiography-ვერსიის შეკვეთა შესაძლებელია როგორც მოკლე, ასევე გრძელი ბაზით. გაყიდვების სტარტი ზაფხულშია დაგეგმილი, ამერიკაში მისი ფასი 200 000 დოლარია.

Auto Bild

ბრიტანელებმა ნაცნობი 5-ლიტრიანი V8-კომპრესორიან ძრავას ცხენის ძალები ”წაუმატეს” და SVAutobiography-მ 550 ცხენის ძალა მიიღო. ბრუნის მაქსიმალური მომენტი 625-დან 680 ნიუტონმეტრამდეა. ოფიციალური ინფორმაციით, ექსკლუზიური ”რენჯი” სხვა ძრავებითაცაა ხელმისაწვდომი - მათ შორის, SDV6 ჰიბრიდი და SDV8.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
ბეჭდვა