ოპელი არ ხუმრობს: ახალი Astra, Apple-ით და Android-ით
ოპელი არ ხუმრობს: ახალი Astra, Apple-ით და Android-ით
29.05.2015
”ოპელი” ახალ ”ასტრას” ოფიციალურად სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოგვიდგენს და ეს იქნება პირველი ავტომობილი კომპაქტურ კლასში, რომელშიც Apple-თან ერთად, Android-სმარტფონების ინტეგრირება იქნება შესაძლებელი.

Auto Bild
ახალი Opel Astra-ს ექსკლუზიური ილუსტრაცია

ფრანკფურტის ავტოშოუმდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ”ოპელიც” ეტაპობრივად აღვივებს ინტერესს იმ მოდელისადმი, რომლისაც რიუსელსჰაიმელებს ტრადიციულად ძალიან ეიმედებათ. Astra ”ოპელის” ბესტსელერია და არცაა გასავირი, რიუსელსჰაიმელებმა ახალ მოდელზე გულმოდგინედ რომ იმუშავეს.

ახალი, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ახალ Astra-ში ვნახავთ მულტიმედია სისტემის უახლეს თაობას IntelliLink R 4.0, რომლის წყალობითაც ახალი ”ასტრა” გახდება პირველი ავტომობილი კომპაქტურ კლასში, რომელშიც Apple-თან ერთად, Android-სმარტფონების ინტეგრირება იქნება შესაძლებელი.

Auto Bild
Auto Bild

ანდროიდის შემთხვევაში საწყისი სისტემა მინიმუმ Android Lollipop 5.0 უნდა იყოს, Apple-ის შემთხვევაში კი - მინიმუმ iPhone 5. აქვე ვთქვათ, რომ უახლეს მულტიმედიას ”ასტრას” შემდეგ ისეთი მოდელებიც მიიღებენ, როგორებიცაა Opel Karl, Opel Adam და Opel Corsa.

გაინტერესებთ, კიდევ რა მოდელები გამოშვებას გეგმავს ”ოპელი” ახლო მომავალში?

იხილეთ ფოტოგალერეა:
ოპელის მომავალი მოდელები 2019 წლამდე
Auto Bild

ბეჭდვა