გამოიცანით, რას საქმიანობენ ეს გოგონები
გამოიცანით, რას საქმიანობენ ეს გოგონები
05.06.2015
ვიორთერზეეზე გამართული შეხვედრა, სადაც ტრადიციულად GTI-ს კლუბის წევრები და მოყვარულები იკრიბებიან ხოლმე, სხვებთან ერთად, ამ ხუთმა არაჩვეულებრივმა გოგონამაც გაალამაზა.

ჩვენ მოგიყვებით, რას აკეთებდნენ ეს გოგონები GTI-ს მოყვარულთა შეხვედრაზე, თქვენ კი გამოიცანით, რას საქმიანობენ ისინი სხვა დროს, ყოველდღიურობაში. სწორ პასუხებს კი სტატიის ბოლოს ნახავთ. მაშ ასე:

ალექსანდრა

Auto Bild

”როცა საჭესთან ვზივარ, მანქანას არ ვინდობ ხოლმე. სისწრაფე ძალიან მიყვარს! ყველაზე კარგად მანქანის მართვის დროს ვერთობი,” - ამბობს ალექსანდრა. GTI-ს კლუბის შეხვედრაზე ალექსანდრა ბიჭებსაც ეპრანჭებოდა და დაქალებთან ერთად, ავტომობილის გარეცხვაშიც მიიღო მონაწილეობა.

”ათი წელია, ვიორთერზეეს ერთი შეხვედრაც კი არ გამომიტოვებია. ამ შეხვედრებზე თავს უკვე ოჯახის წევრივით ვგრძნობ,” - ამბობს ალექსანდრა, რომელსაც GTI-ს შეხვედრებზე თაყვანისმცემლები არ აკლია ხოლმე. გამოიცანით, რა პროფესია აქვს მას.

სელინი

Auto Bild

ეს კი სელინი გახლავთ, რომელიც ამ შეხვედრაზე ახლა მეორედ იყო. მისი მთავარი პროფესია სულ სხვა რამეა, თავისუფალ დროს კი პრომო-გოგონას რანგში მუშაობს. პრომო-ტურებზე უმეტესად ცეკვა უწევს ხოლმე. გამოიცნობთ, რა არის მისი ძირითადი პროფესია?

ნატაშა და ლიზა

Auto Bild

ამ მოხატული გოგონებს ნატაშა (მარცხნივ) და ლიზა (მარჯვნივ) ჰქვიათ. ამ შეხვედრაზე პირველად იმყოფებოდნენ. მათ ბევრი არ უფიქრიათ, რა უნდა ჩაეცვათ - მთელი დღე მხოლოდ ტანგები ეცვათ, დანარჩენი სხეული კი მოხატული ჰქონდათ. ნატაშა ამბობს, მოხატვის პროცესი მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდაო.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს ზედმეტად შიშვლად 200 000 სტუმრის წინაშე, ორივე ასე პასუხობს: ”არანაირად! როცა სხეული მოხატული გაქვს, სიშიშვლეს არ გრძნობ.” აბა სტუმრებს ჰკითხონ...

ბერნადეტი

Auto Bild

ბერნადეტი ისე მიმზიდველად უღიმოდა ბიჭებს, რომ ალკოტესტზე უარი ვერავინ უთხრა. ეს გოგონა პოლიციელის როლში გახლდათ.

პასუხები:
29 წლის ალექსანდრა სამოდელო სააგენტოს შეფია, სტრიპტიზ-შოუებსა და Carwash-ებს უწევს ორგანიზებას.
18 წლის სელინი სკოლის მოსწავლეა და სკოლის დამთავრების შემდეგ ”რაიმე კრეატიულის” კეთება უნდა.
3. 22 წლის ნატაშა ექიმის ასისტენტია, ასევე 22 წლის ლიზა კი - მედდა.
4. 23 წლის ბერნადეტი ბუღალტერი გახლავთ.

დაათვალიერეთ ფოტორუბრიკა: GIRLS, GIRLS, GIRLS
Auto Bild

ბეჭდვა