BMW-ს მომავალი: მე-4 სერიის კუპე და კაბრიო
BMW-ს მომავალი: მე-4 სერიის კუპე და კაბრიო
08.06.2015
BMW მე-4 სერიის ახალ თაობას 2020 წელს გამოუშვებს. ორკარიანები უფრო მსუბუქი და უფრო დინამიკური გახდება. მთავარი სიახლე კი 370-ცხენისძალიანი ვერსიები იქნება

BMW-ს სამომავლოდაც სერიოზული გეგმები აქვს. მე-4 სერიის ახალ მოდელებს, ანუ, კუპეს და კაბრიოს 5 წლის შემდეგ ვნახავთ - ორივე ორკარიანი 2020 წელს გამოვა.

ისევე, როგორც სხვა უკანაამძრავიანი მოდელები, ეს კუპე და კაბრიოც ე.წ. Cluster-Architektur-ით (CLAR) აეწყობა, რისი წყალობითაც დაიზოგება წონა, ინტერიერში იქნება მეტი სივრცე და, რაც ბავარიელებისთვის ყველაზე მთავარია, მათი წარმოება BMW-ს თითქმის ყველა ქარხანაში იქნება შესაძლებელი.

Auto Bild

ისევე, როგორც Z4-ის შემცვლელი, მომდევნო მე-4 სერიის კაბრიოც გამოეთხოვება ე.წ. ”ჩაძირვად ჰარდტოპს”. მიზეზი, რა თქმა უნდა, ზედმეტი სიმძიმეა და კიდევ ის, რომ არასაკმარისად ლამაზია.

ორივე ვარიანტის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება M-მოდელები დაახლოებით 450 ცხენის ძალით და M- Performance-ვერსია დაახლოებით 370 ცხენის ძალით. ჯერჯერობით მიუნხენში არ იციან, გადარჩება თუ არა Gran Coupe დღევანდელი ფორმით. შესაძლოა, ბავარიელებმა Coupe-სა და GT-ს მიქსი შემოგვთავაზონ.

გაინტერესებთ, კიდევ რა მოდელების გამოშვებას გეგმავს BMW 2020 წლამდე?

იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს გეგმები 2020 წლამდე

Auto Bild

ბეჭდვა