უცნობი რუსული ავტომობილები
უცნობი რუსული ავტომობილები
06.07.2015
საბჭოთა და რუსულ ავტომობილებს ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეგზემპლარებს, შეიძლება, ბევრი არ იცნობდეს . გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ 10 ისეთი ავტომობილი, რომელთა სერიულ წარმოებაზე რუსები სერიოზულად ფიქრობდნენ. ეს გახლავთ 10 კონცეპტუალური მოდელი, რომელთა უმეტესობის მხოლოდ თითო ეგზემპლარი არსებობს.

1. АЗЛК-2144 «Истра» (1988).

Auto Bild
ეს არის АЗЛК-ის ქარხნის მიერ 1988 წელს წარმოებული ავტომობილი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი, სერიულ წარმოებაში კი არასდროს ჩაშვებულა. როგორც ფოტოზეც ხედავთ, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი. აქვს ორი გრძელი კარი, რომლებიც ვერტიკალურად, ზემოთ იღება. სხვათა შორის, ამ მანქანას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

2. ВАЗ-2106 «Турист» (1976).

Auto Bild
ეს კი ვაზ 2106-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპია. პერსპექტივაში (მხოლოდ პერსპექტივაში) მას სრული ამძრაობაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქარხნის დირექციამ ეს კონცეპტი პირველივე ნახვის შემდეგ დაიწუნა.

3. МАЗ 2000 «Перестройка» (1988).

Auto Bild
ეს გახლავთ 1988 წელს, რუსების მიერ პარიზის ავტოშოუზე წარდგენილი სატვირთო ავტომობილი ”მაზ პერესტროიკა”, რომელსაც ხსენებულ გამოფენაზე სულაც არ ჰქონდა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ რუსებმა სერიული წარმოება მაინც არ (ან, ალბათ უფრო ვერ) დაიწყეს.

4. ВАЗ-2103 «Универсал» (1976).

Auto Bild
ვაზ 2103 საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო და, როგორც ხედავთ, რუსებს მისი კომბი-ვერსიის გამოშვებაზეც სერიოზულად უფიქრიათ. ამ იდეის მიზანი უფრო ევროპის ბაზარი იყო. შეიქმნა სულ სამი ეგზემპლარი, სერიული წარმოება კი არასდროს დაწყებულა.

5. ЗИС-Спорт (1939).

Auto Bild
ეს კი სპორტული ავტომობილის შექმნის მცდელობაა, თანაც, 1939 წელს. შეიქმნა ЗИС-ის ქარხანაში, ЗИС-101-ის შასიზე.

6. Лада 21109 «Консул» (1996).

Auto Bild
ამ მანქანის პრემიერა მოსკოვის საავტომობილო გამოფენაზე 1996 წელს შედგა. ეს არის Lada 21109-ის გრძელი ვერსია (650 მმ-ით). ”კონსულები” მხოლოდ სპეც-შეკვეთით იწარმოებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეკვეთები არ ყოფილა - მხოლოდ თითო-ოროლა ეგზემპლარი შეუკვეთეს.

7. Lada Samara «San Remo» (1990).

Auto Bild
80-იანი წლების ბოლოს ”კაბრიოლეტებზე” მოთხოვნა გაიზარდა და ამ სეგმენტში შებიჯება რუსებმაც გადაწყვიტეს, მაგრამ არც ”ლადა სამარა სან რემო” გამოდგა წარმატებული მოდელი.

8. ВАЗ «Х» (1990).

Auto Bild
ვაზ-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კონცეპტი. ალბათ ამიტომაც დაარქვეს X. ფაქტია, რომ ასეთი მინივენის შექმნაზე ფიქრობდნენ რუსები 1990 წელს.

9. Москвич-Г-2-405 (1956).

Auto Bild
სარბოლო ავტომობილი Москвич-Г2-405 შეიქმნა 1956 წელს. ჰქონდა ალუმინის ძარა. 1956 წელს ამ მანქანით ქარხნის მრბოლელბა იური ჩვიროვმა საბჭოთა კავშირის მასშტაბით სისწრაფის სამი რეკორდი დაამყარა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 223 კმ/სთ გახლდათ.

10. Lada C Concept (2007).

Auto Bild
ეს კი რუსების შედარებით თანამედროვე, 2007 წლის კონცეპტია, რომელიც ავტოვაზმა კანადურ კომპანია Magna International-თან ერთად შექმნა. კონცეპტუალურ მოდელს BMW-ს მუხრუჭები აქვს, სავარძლები და მულტიმედიური სისტემა ”ფოლკსვაგენის” ჩაუდეს, საჭე კი ”აუდისგან” აიღეს. Lada C-ს პროექტი 2009 წელს დაკონსერვდა და დღემდე არ ”განკონსერვებულა”.

ასევე დაგაინტერესებთ:
რუსებმა УАЗ ”ბუხანკის” ინტერიერი 52 წლის შემდეგ პირველად განაახლეს
Auto Bild

ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild

როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი?
Auto Bild

რუსი ფეხბურთელი სასტიკ ავარიაში მოყვა (+ VIDEO)
Auto Bild

გერმანიაში 1992 წელს გამოშვებული ”ნოლ პიატი” ძვირად ფასობს!
Auto Bild

როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
Auto Bild

გრძელი ნივის ახალი ვერსია
Auto Bild


რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild

რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
Auto Bild

რუსული სუპერქარი? მხოლოდ სიზმარში!
Auto Bild

რუსული ტიუნინგის ”მარგალიტები”
Auto Bild

რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
Auto Bild


ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ქალი და მანქანა საბჭოთა კავშირში
Auto Bild

რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild