ეს ლექსუსი ძვირია, მაგრამ კარგი!
ეს ლექსუსი ძვირია, მაგრამ კარგი!
29.02.2016
Lexus GS ერთობ იმპოზანტური ტიპია: ქალაქის ზომებით (სიგრძე: 4,88 მეტრი, სიგანე: 1,83), მოხდენილი დიზაინი და ინტერიერი, სოლიდური ჰიბრიდული ტექნიკა (AUTO BILD-ის ხანგრძლივ ტესტში დადებითი შეფასებით 2+). მართალია, ევროპაში ამ მოდელს დიდად არ ეტანებიან, მაგრამ ”ტოიოტა” თავისას მაინც ცდილობს და ავტომობილი განაახლა.

Auto Bild

GS ძველებურად ხელმისაწვდომია 300h-ის სახით (223 ცხენის ძალა, 45 000 ევრო) და ახლა უკვე 450h-ის სახითაც (345 ცხენის ძალა (52 000 ევრო). როგორც ყველა ჰიბრიდი, ეს მანქანაც უფრო მშვიდია, ვიდრე აგრესიული, მძღოლი კი მონიტორზე ელექტრომოტორის, შიდაწვის ძრავის, ბატარეებისა და გენერატორის თავგადასავლებს ათვალიერებს.

Auto Bild

ჰიბრიდული სისტემა ტრადიციულად უნაკლოდ მუშაობს. 450h ფაქტობრივად ჩუმად, შთამბეჭდავად უხმაუროდ დადის.

დასკვნა
GS-ს ყველაზე მეტად ის უხდება, რომ სოლიდური ჰიბრიდია, ძალიან ჩუმი და, ამ კლასის მანქანის კვალობაზე, მაქსიმალურად ეკონომიური. ეს ავტომობილი მაღალ კლასში საყურადღებო ალტერნატივაა.
დირკ ბრანკე

Auto Bild
  • Lexus GS 450h
ძრავა: V6, პლუს ორი ელექტრომოტორი; მოცლობა: 3456 სმ3; სისტემური სიმძლავრე: 254 კვტ (345 ცხ. ძ.); მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 5,9 წამში; ამძრაობა: უკანა/უსაფეხური ავტომატიკა; ავზი: 66 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4877/1829/1448 მმ; ბაზა: 2845 მმ; საბარგული: 482 ლიტრი; წონა: 1865 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 5,9 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 137 გ/კმ-ზე.

ასევე იხილეთ:
ახალი RX: ლექსუსის Update
Auto Bild

Lexus NX: მდიდრულობა ჰო, მაგრამ დინამიკა?
Auto Bild