ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
11.03.2016
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა: Infiniti Q30, რომელიც ”ნისანისა” და ”დაიმლერის” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, აქვს იგივე ტექნიკა, რაც ”ბენცს” - ოღონდ, სხვანაირად შეფუთული.

Auto Bild

დიზაინი თვალშიმოსახვედრია, ”ინფინიტის” აქცენტებიც იგრძნობა, ინტერიერი ხარისხიანადაა შესრულებული, სავარძლები ოდნავ ამაღლებული და ზოგიერთ ჩამრთველსა თუ გადამრთველსაც ”მერსედესიდან” იცნობთ. სრულიად ტყავში გადაწყვეტილი კოკპიტი კი ”ინფინიტის” ექსკლუზივია. უკანა სავარძელზე, რა თქმა უნდა, სივიწროვეა, უკან ხილვადობა კი - შეზღუდული.

Auto Bild

მოხვევა და გადართვები პირდაპირია, სავალი ნაწილი კი უფრო ხისტი, ვიდრე რბილი და მანქანა თავისი 17-დუიმიანი დისკებით უსწორმასწორობებს კარგად აუთოვებს. როგორც კი 109-ცხენისძალიანი საბაზო მოდელი ტურბო-ხვრელს გადალახავს, 1,4-ტონიანი Q30 წინ ჯანსაღად მიიწევს და მაქსიმუმ 190 კმ/სთ-ს ავითარებს.

Auto Bild

გარდა ამისა, ”ინფინიტი” გვთავაზობს 2,2-ლიტრიან ტურბოდიზელს (170 ცხ. ძ.) სრული ამძრაობის ოფციით და ბენზინის კიდევ სამ ვარიანტს 122-დან 211 ცხენის ძალამდე. ორდისკინია ავტომატიკა ახლებურადაა ფორმირებული და რბილი გადართვებით გამოირჩევა. საწყისი ფასი დაახლოებით 22 000 ევროა და ფასები ზოგადად A-კლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე GLA-სთან. მთავარი მაინც ისაა, რომ ”მერსედესის” ტექნიკით აღჭურვილი ”ინფინიტი”, რა თქმა უნდა, თავად ”ბენცზე” იაფია. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოვიდა QX30-იც.

Auto Bild
  • Infiniti Q30 1.5dAuto Bild
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1461 სმ3; სიმძლავრე: 80 კვტ (109 ცხ. ძ.)/4000; ბრუნის მომენტი: 260 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 190 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 12,0 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფეხურიანი გად. კოლოფი; ავზი: 50 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4425/1805/1495 მმ; საბარგულის მოცულობა: 368 ლიტრი; წონა: 1434 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 3,9 ლიტრი დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 103 გ/კმ.

დასკვნა
Infiniti Q30 საკმარისად გვთავაზობს თავის საკუთარ პლუსებს და იყენებს ”მერსედესის” ტექნიკას, რაც უკვე სოლიდური არგუმენტია. რაც მთავარია, ის ”მერსედესზე” იაფი ღირს.
ალექსანდერ კულიგი

ასევე იხილეთ:
ინფინიტი 48 000 ლურსმნით!
Auto Bild

ინფინიტის ახალი სპორტული კუპე (+ VIDEO)
Auto Bild

ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
Auto Bild