ახალი Mercedes E-კლასის გაყიდვები ახლახან დაიწყო და Mercedes-AMG-მ ნიუ იორკის ავტოშოუზე უკვე წარმოადგინა მისი პირველი Performance-ვერსია. ეს გახლავთ E 43, რომელიც W213 თაობის ახალი ტოპ-მოდელია და ტოპ-მოდელად დარჩება მანამ, სანამ E 63 გამოვა.

მანამდე კი E 43 გავიცნოთ, რომლისთვისაც 3-ლიტრიანი V6 ძრავა კიდევ ერთხელ განაახლეს. თუკი C 43-ში და SLC 43-ში Biturbo 367-ცხენისძალიანი იყო, ახალი ტურბოდამბერის წყალობით სიმძლავრე 34 ცხენის ძალით გაიზარდა.

სერიული სრული ამძრაობის წყალობით კი (განაწილება: 31:69 პროცენტი), 401-ცხენისძალიანი E 43 100 კმ/სთ-მდე 4,6 წამში უნდა აჩქარდეს. მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ზე ელექტრონულად იზღუდება. ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 520 ნიუტონმეტრია (2500 ბრ/წთ-დან). განახლდა 9G-Tronic-იც და E 43 სპეციალური სპორტული სავალი ნაწილითაც იწონებს თავს.
E-კლასი 401 ცხენის ძალით სექტემბრიდან გაიყიდება. Mercedes-AMG-ში ფასის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამთ.



ასევე იხილეთ:
ეს მაიბახი თითქმის ტანკია!

იხილეთ ფოტოგალერეა:
გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard

ასევე დაგაინტერესებთ:
ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს

ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!

ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი

”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!

ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]

როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...

”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები

G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
