ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხეს. მისი სახელი შეიტანეს სამეფო ოჯახის ტრადიციულ საახალწლო დაჯილდოვების ჩამონათვალში. ბრიტანელი მრბოლელის გარდა მასში ასევე შეიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც აქტირუად იყვნენ ჩართული Covid-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიასთან ბრძოლაში. დაჯილდოვების ცერემონიალი 31 დეკემბრს გაიმართა.

ჰემილტონი გახდა რიგით მეოთხე ბრიტანელი მრბოლელი რომელმაც რაინდის წოდება მიიღო. აქამდე ეს ტიტული უბოძეს ჯეკ ბრებემს, სერ სტირლინგ მოსს და სერ ჯეკი სტიუარტს.

მანამდე ჰემილტონმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის პერსონა“ BBC Sport-ის ვერსიით და მან ეს ტიტული მეორედ მოიპოვა კარიერაში. გარდა ამისა
მან წლის საუკეთესო პილოტის წოდებაც მიიღო ტავად ფორმულა 1-ისგან.

შეგახსენებთ 2020 წლის სეზონში ჰემილტონმა, რომელიც „მერსედესის“ გუნდში გამოდის, კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა და ამით მიხაილ შუმახერის რეკორდი გაიმეორა. მან ასევე აჯობა გერმანელს გრან-პრის ეტაპების მოგებაში, ჯამში ჰემილტონს 95 გამარჯვება აქვს და 98 პოულ-პოზიცია.