ფორუმულა 1-ის ახალ სეზონზე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება, დასრულდება Mercedes-Benz-ის 25-წლიანი მონოპოლია უსაფრთხოების ავტომობილებზე და 23-დან 12 გრან-პრიზე „სეიფთი-ქარის“ როლს მოირგებს  Aston Martin Vantage. ხოლო სამედიცინო ავტომობილი ყველა გრანპრიზე გახდება ქროსოვერი  Aston Martin DBX, რომელიც ჩაანაცვლებს Mercedes-AMG C 63 S Estate-ს.

Aston Martin Vantage-ის სამეფო რბოლებში გამოყენება მოხდება Mercedes-AMG GT R-თან ერთად პარალელურად, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად როგორ გადაინაწილებენ ისინი რბოლებს.

Aston Martin Vantage-ის სეიფთი-ქარი მერსედესის სეიფტი-ქარებისგან განსხვავდება  4.0 ლიტრიანი ფორსირებული V8 ძრავით, რომელიც 510-534 ცხენის ძალას იძლევა. ასევე
გადაკეთებულია 8-საფეხურიანი ავტომატი, საჭის მართვის მექანიზმი და დაკიდების სისტემა, რომელიც უფრო ხისტია. ის 0-დან 100მდე 3,5 წამში ჩქარდება.

რაც შეეხება სამედიცინო ავტომობილს Aston Martin DBX ის ჩვეულებრივი ქროსოვერებისგან დამატებითი ცეცხლმაქრებით, დეჰიბრილატორებით, დამწვრობისგან დამცავი კომპლექტებითა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით გამოირჩევა. ტექნიკა სტანდარტულია: Mercedes-AMG-ის V8, რომელიც 550 ცხენს იძლევა და 9-საფეხურიან ავტომატთანაა დაწყვილებული.

უსაფრთხოებისა და სამედიცინო ავტომობილები შეიღება საფირმო ბრიტანულ სარბოლო მწვანე ფერში, ხოლო Mercedes-AMG-ი ერთგული დარჩა ვერცხლისფერის, მიუხედავად იმისა რომ ბრენდის ბოლიდები უკვე მეორე წელია შავი შეფერილობისაა.