აუცილებელი სახელმძღვანელო მძღოლებისთვის: რამდენ ხანში უნდა შეცვალოთ ხუნდები, აალების სანთლები და ძრავის კბილანა ღვედი, რომ უსაფრთხოდ იმოძრაოთ
აუცილებელი სახელმძღვანელო მძღოლებისთვის: რამდენ ხანში უნდა შეცვალოთ ხუნდები, აალების სანთლები და ძრავის კბილანა ღვედი, რომ უსაფრთხოდ იმოძრაოთ
06.08.2021
ავტომობილის სწორად და სრულყოფილად მოვლა ბევრი ავტომფლობელისთვის დაუძლეველი გამოწვევაა. ბევრმა არ იცის, როდის რა დეტალი უნდა შეუცვალოს მანქანას, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოძრაონ. როგორც წესი, ნაწილებს მხოლოდ მაშინ ცვლიან, როდესაც ის სრულად გამოვა ექსპლუატაციიდან. თუმცა ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ერთი ნაწილის გაფუჭებამ, შეიძლება მეორე უფრო სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად კი მანქანის გასამართად უფრო მეტი დრო, ენერგია და ფინანსებია საჭირო.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა დროულად და სათანადოდ შეცვლა არ ხდება ხოლმე არის: ხუნდები, აალების სანთლები და ძრავის კბილანა ღვედი. სწორედ მათ შესახებ
საინტერესო რჩევებს „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ.

ხუნდები

სამუხრუჭე სისტემის ყველაზე ცვეთადი დეტალი ხუნდებია. მათი ცვეთა ინდივიდუალურია და მომხმარებლის სიარულის მანერაზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია, პერიოდულად შეამოწმოთ თქვენი მანქანის სამუხრუჭე სისტემა.

კონკრეტული გარბენის განსაზღვრა ხუნდის შეცვლისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.  ერთი და იმავე ბრენდის ხუნდი სხვადასხვა გარბენზე იქნება შესაცვლელი განსხვავებული მართვის სტილის მქონე მძღოლების შემთხვევაში. მაგ: შესაძლებელია აგრესიული მართვის სტილით გამორჩეულმა მძღოლმა ხუნდები შესაცვლელი გახადოს  დაახლოებით 10-15 ათასი კმ-ის ან კიდევ უფრო ნაკლები გარბენის შემთხვევაში, მაშინ როდესაც იმავე ხუნდმა შესაძლებელია მშვიდი მართვის სტილის მქონე მძღოლის შემთხვევაში 25 დან 35 ათას
კილომეტრამდე იმუშაოს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ავტომობილის წინა ხუნდები უფრო აქტიურად ცვდება, ვიდრე უკანები. მექანიკური გადაცემათა კოლოფით დაკომპლექტებული ავტომობილით შესაძლებელია უფრო მეტი გავატაროთ ხუნდს, ვიდრე ავტომატური კოლოფის შემთხვევაში.

როგორც წესი, მაღალი ხარისხის ხუნდები უფრო ნაკლებს გადის და შედარებით ინტენსიურად ცვდება, ვიდრე დაბალი ხარისხის მქონე ხუნდები. იმიტომ რომ მაღალი ხარისხის ხუნდი მისი სწორი და ხარისხიანი შემადგენლობის ხარჯზე უმოკლეს სამუხრუჭე მანძილს უზრუნველყოფს. შემადგენლობის სირბილე უმოკლეს სამუხრუჭე მანძილს  და აქტიურ ცვეთას განაპირობებს. რაც შეეხება დაბალი ხარისხის ხუნდებს, ის მეტს გადის, რადგან მეტალის მინარევი აქვს, რაც უფრო მაღალ მდგრადობას იძლევა, მაგრამ გაზრდილი აქვს სამუხრუჭე მანძილი. უხარისხო ხუნდებმა შესაძლებელია უფრო ძვირად ღირებული ნაწილი, საყრდენი დისკოები გამოიყვანოს  წყობიდან.

ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, შემოწმდეს საყრდენი დისკები, სუპორტის ცილინდრის მტვერდამცავები და მიმმართველები. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობისათვის ხუნდების შეცვლასთან ერთად აუცილებელია სამუხრუჭე სითხის ვარგისიანობის შემოწმებაც. შესაძლოა, სითხე არ აკლდეს, მაგრამ იყოს ძველი. დაძველებული სამუხრუჭე სითხე კი საშიშია. სითხის ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 3 წელია. აუცილებელია, შემოწმდეს სამუხრუჭე სითხის დუღილის ტემპერატურა. თუკი თქვენს ავტომობილში სამუხრუჭე სითხე დაძველებულია, დიდი შანსია, დუღილის ტემპერატურა საშიშ დონემდე იყოს დაწეული. ასეთ შემთხვევაში მუხრუჭი არაეფექტურია და შეიძლება, ავტომობილმა საერთოდ არ დაამუხრუჭოს.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი ხუნდების დაყენების შემდეგ, დაახლოებით 300-კილომეტრიან დისტანციაზე ავტომობილს რბილი მუხრუჭი ახასიათებს. შესაბამისად, თავიდან უფრო ფრთხილი სიარულია რეკომენდებული.

აალების სანთლები

აალების სანთლების შემთხვევაში ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 50 000 კმ-ით განისაზღვრება. ეს გარბენი დამოკიდებულია საწვავის ტიპზეც. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის აალების სანთლების ექსპლუატაციის კილომეტრაჟი ნახევრდება წვის კამერაში შეცვლილი ტემპერატურული რეჟიმის გამო.

უმნიშვნელოვანესია, რომ ხარისხიანი აალების სანთლები დააყენოთ. ისინი მუშაობს მაღალ ტემპერეტურულ და მაღალ წნევით რეჟიმზე. შესაბამისად, უხარისხო ანთების სანთელმა შესაძლებელია ვერ გაუძლოს დატვირთულ რეჟიმს  და ვადაზე ადრე გამოვიდეს მწყობრიდან. ეს კი არა მარტო ელექტრო გამტარის, არამედ მექანიკურ დაზიანებასაც ნიშნავს. მექანიკურად დაზიანებული/დაშლილი ანთების სანთლის დეტალები მოხვდება ძრავის წვის კამერში და დიდი ალბათობით დააზიანებს ავტომობილის ძრავას. აღნიშნულის გამოსწორება საკმაოდ მაღალ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელია, ყოველთვის გამოიყენოთ ხარისხიანი ანთების სანთლები და დაიცვათ მისი საექსპლუატაციო რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები.

ძრავის კბილანა ღვედი

საქართველოს ბაზარზე ექსპლუატირებული ავტომობილების მაღალი პროცენტი მეორადი ავტომობილებია. ეს ნიშნავს, რომ მათ საკმაოდ მაღალი გარბენი აქვთ. სწორედ ასეთი ავტომობილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძრავის კბილანა ღვედის შემოწმება.

ძრავის კბილანა ღვედის შეცვლა, როგორც წესი, 40 000 / 50 000 კმ -იანი გარბენის დიაპაზონშია რეკომენდებული. ეს მაჩვენებელი ღვედისთვის ოპტიმალურად სწორია. ღვედის შეცვლის დროს აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ღვედის მუშაობაში ჩართულ ყველა დეტალს. ესენია: ღვედის დამჭიმი, ამყოლი გორგოლაჭი, წყლის ტუმბო და სხვა. აღნიშნულ დეტალებსაც, ფაქტობრივად, იგივე ექსპლუატაციის პერიოდი აქვთ, რაც ღვედს. დაუშვებელია, ღვედის შეცლის სერვისისას რომელიმე მათგანი ძველი დატოვოთ.

რატომ უნდა შევცვალოთ  ის დეტალები, რომლებსაც შესაძლებელია დაზიანება არ აღენიშნებოდეს? მაგალითად, წყლის ტუმბო, რომელიც ჩართულია ღვედის მუშაობის კვანძში, შესაძლებელია არ ხმაურობდეს და არც ძრავის გამაგრილებელ სითხეს ღვრიდეს, ან გორგოლაჭებს შესაძლებელია არ აღენიშნებოდეთ დაზიანების სიმპტომები, მაგრამ ისინი აუცილებელია შეიცვალოს, რადგან ღვედის მომდევნო საექსპლუატაციო პერიოდი განისაზღვრება 40/50 000 კმ გარბენით, რა დროსაც ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები ვერ გაუძლებენ და რომელიმე მათგანის დაზიანებით თავად ძრავის ღვედი ვადაზე ადრე გამოვა წყობიდან. მოხდება მისი მექანიკურად დაზიანება/გაწყვეტაც კი, რაც თანამედროვე ძრავების უმრავლესობის შემთხვევაში ძრავს გამოიყვანს წყობიდან. მისი აღდგენა კი საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.


R




facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2021-11-03 04:52:24
კომპანიამ Audi ოფიციალურად წარმოადგინა მისი ფლაგმანი სედანის A8-ს განახლებული მოდელი.
article image
Cat Image
2021-10-30 04:40:37
კომპანიამ Toyota ოფიციალურად წარმოადგინა პირველი სერიული ელექტრო-ქროსოვერი bZ4X,
article image
Cat Image
2021-10-28 17:33:56
მილიონერების საყვარელი სათამაშო დაბრუნდა!
როგორ განვათავსოთ საწოლი პატარა ზომის სახლში – 9 საინტერესო შემოთავაზება
17 იდეა აგარაკისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენს ნაკვეთში
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში - სად ცხოვრობს მეამბოხე წყვილი
ავტო
 ავტო
3000
Mitsubishi Pajero iO 1998
7000
Audi A4 2016
13490
Mercedes-Benz GLA 250 2016
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
60
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
20
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
[PREVIEW] პსჟ მესის გარეშე, "შერიფის" მორიგი ზღაპრის მოლოდინში...
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში, რონალდოს გმირობა და ფატის ჩინებული დაბრუნება [VIDEO]
"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე
„იღუპება იხტიოფაუნა, კატასტროფაა ყველა მდინარეში“ – „აქ არის დიდი ფული და ბრაკონიერები მიდიან ყველაფერზე“
ფასები 12.8%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ოქტომბერში
მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - Top-10 კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს
ხავიმ ლაპორტას სია ჩამოუწერა - პრეზენტაცია ორშაბათს ჩატარდება
თურქული პრესა: შოთა არველაძე მალე ცნობილ ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი - სილესენს აკრიტიკებენ