არ დაეჯახოთ პატრულს!
არ დაეჯახოთ პატრულს!
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით. ხელებგაშლილი მილიციელი კვერთხით და დაყენებული მოძრაობებით ხომ ჩემს ბავშვობას გაჰყვა. ძალიან ოსტატურად კი ატრიალებდნენ ძველი ინსპექტორები იმ ზოლებიან ჯოხებს მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვობა არ დაბრუნებულა. რკინები დაუყენებიათ ქუჩებში. რკინები, რომლებიც წამით ძალიან ჰგავდნენ ხელებგაშლილ ინსპექტორებს.

გავიდა ასე ერთი კვირა და ამ რკინებს ზედ გადაყირავებული, დამტვრეული მანქანები დაადგეს. ძნელი მისახვედრი არ იყო, მძღოლებს გვაფრთხილებდნენ, რომ ავარია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული. წესების დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ. ერთი კი გავიფიქრე, მოდი, სადმე ფეისბუქში ვიხუმრებ და ერის გასუქებისგან თავის დასაცავად ქუჩაში
დიდი ხაჭაპურების დადგმისკენ მოვუწოდებ, მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ გადაყირავებულ მანქანებში ცუდი არაფერი იყო. ორიგინალურ აქციად მეჩვენა.

ჰოდა, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ქალაქში გადაყირავებული მანქანები გამოჩნდა, ჩემს ნაცნობს, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს ჩვეულებრივ არ არღვევს ასეთი რამ გადახდენია:

(აქვე ვიტყვი, ამას უბრალოდ ისე ვწერ, როგორც სახალისო ამბავს. არანაირი ქვეტექსტი არ მაქვს. და კიდევ, მეთვითონ ბოლომდე არ მჯერა, რომ ნაცნობმა ეს ისტორია არ მოიგონა)

მოკლედ, ეს ჩემი რაღაცაზე განერვიულებული და გონებით ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაყვინთული ნაცნობი ძველი იპოდრომის მხრიდან ვაკე-საბურთალოს გზას მიდგომია. მანდ, გზაჯვარედინზე, მოგეხსენებათ, შუქნიშნების
მთელი სისტემაა. ნაცნობს ვაკეში მიეჩქარებოდა. ამისთვის კი არსებობს ორი ვარიანტი:

წახვიდე პირდაპირ და უნივერსიტეტის ქუჩაზე სადმე შემოტრიალდე;

შეუხვიო ცხვირით დელისისკენ და ასევე შემოტრიალდე სადმე.

ნაცნობმა მეორე ვარიანტი ამჯობინა და საპირისპირო მხარეს გადასვლა იქვე, გალფის ბენზოგასამართ სადგურთან გადაწყვიტა. მანძილი მოკლეა, დელისისკენ მიმავალი მანქანები კი გზის გადაკვეთის საშუალებას არ გაძლევენ.

თუკი ადგილის აღწერით დაგღალეთ, მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ნაცნობი წყვეტილ ზოლში ვერ ჩაეტია და გზა მაშინ გადაკვეთა, როდესაც ზოლი უწყვეტი გახდა. ჰოდა, სარკეში რომ ჩაიხედა, დაბარებულივით უკან პატრულის მანქანა დაინახა. აშკარად მას იყო ადევნებული - კომპიუტერში ნომერს ამოწმებდა.

გააჩერეს ეს ჩემი ნაცნობი სადღაც ამიერკავკასიის ძველ საბჭოთა სამხედრო შტაბთან. რა უნდა ქნას. დამნაშავეა. მივიდა მასთან პატრულ-ინსპექტორი, წარუდგა, აუხსნა, რაც ამან ისედაც იცოდა და საბუთები გამოართვა. 20-ლარიანი ჯარიმა გერგებაო.

რა უნდა ექნა ჩემს ნაცნობს. იჯდა და ისედაც პრობლემებით გადატვირთულ გონებაში ახალი უსიამოვნებისთვის ეძებდა თავისუფალ ადგილს. მაგრამ, დახეთ საოცრებას - დაბრუნდა პატრულ-ინსპექტორი და ბატონო ესა და ეს, თქვენ იმდენად წესიერი მძღოლი ყოფილხართ, რომ გადავწყვიტეთ, კი არ დაგაჯარიმოთ, არამედ მხოლოდ გაფრთხილება გამოგიწეროთო.

დაიღვარა ჩემი ნაცნობი მადლობებად. დაემშვიდობა კეთილ პატრულ-ინსპექტორს, დაქოქა მანქანა, მიაჭირა პედალს და..  ჰოპ! მანქანა უკან წავიდა.

უცბად გააჩერა. უკნიდან პატრულმაც დაუსიგნალა. სიჩქარეების გადამრთველს დახედა. "რევერსში" ჰქონია ჩაგდებული. და… აბსოლუტურად დარწმუნებულმა, რომ "დრაივში" გადართო, ისევ პედალს მიაჭირა ფეხი.

მიაჭირა და ბრახ! უკუსვლით პირდაპირ პატრულის მანქანას ეძგერა.

ახლა რაღა გინდა ქნა?! დაიწყო პატრულმა ფოტოების გადაღება, გადასცა სადღაც რაღაც, გამოიძახა სხვა ეკიპაჟი. დგას ყურებჩამოყრილი ჩემი ნაცნობი და ცდილობს, პრობლემებით გადავსებულ გონებას რამენაირად ახლა ეს ახალი სიგიჟე შეატენოს. და უცებ…

ბიჭო, მგონი მანქანებს არაფერი სჭირს. არც პატრულისას და არც მისას. ამოიღო პატრულ-ინსპექტორმა ჩვარი, გაუსვა თავის ბამპერს და შენ დაილოცე - ახალივითაა.

მოვიდა, ამასობაში მეორე ეკიპაჟიც. გადმოვინენ იქიდან ახალი პატრულ-ინსპექტორები შეხედეს-შემოხედეს გაიკითხეს-გამოიკითხეს და… სიცილი აუტყდათ.

ეტყობა დაიბენით, ბატონო ესა და ეს, ნერვიულობაზე ხდება ხოლმეო, უთხრეს. მოკლედ დაემშვიდობა ამ ჩემს ნაცნობს ერთბაშად ორი ეკიპაჟი პატრული, ბედნიერი მგზავრობა უსურვა და…

აი, მერე კი ძალიან ვინერვიულე. კინაღამ ვუთხარი, მოდი რა, თუ ჩემი ძმა ხარ, ჯერ შენ წადი, თორემ ისეთ ფეხზე ვარ ამდგარი, კიდევ რომ დაგეჯახო, მერე თავი მექნება მოსაკლავიო, - მიყვებოდა ნაცნობი.

და მეც სულ ეს იყო, რისი მოყოლაც მინდოდა.

ისე, ბოლომდე თვითონაც არ მჯერა, მაგრამ რა ვიცი...

ილია ბაბუნაშვილი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2021-11-03 04:52:24
კომპანიამ Audi ოფიციალურად წარმოადგინა მისი ფლაგმანი სედანის A8-ს განახლებული მოდელი.
article image
Cat Image
2021-10-30 04:40:37
კომპანიამ Toyota ოფიციალურად წარმოადგინა პირველი სერიული ელექტრო-ქროსოვერი bZ4X,
article image
Cat Image
2021-10-28 17:33:56
მილიონერების საყვარელი სათამაშო დაბრუნდა!
როგორ განვათავსოთ საწოლი პატარა ზომის სახლში – 9 საინტერესო შემოთავაზება
17 იდეა აგარაკისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენს ნაკვეთში
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში - სად ცხოვრობს მეამბოხე წყვილი
ავტო
 ავტო
3000
Mitsubishi Pajero iO 1998
4700
Honda Stepwgn 2013
8300
Ford Fusion 2013
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
20
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში
30
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
60
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
[PREVIEW] პსჟ მესის გარეშე, "შერიფის" მორიგი ზღაპრის მოლოდინში...
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში, რონალდოს გმირობა და ფატის ჩინებული დაბრუნება [VIDEO]
"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე
სხვა სიახლეები
გოგონა არ ჩამოდიოდა
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
ზაპოები
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
მუსიკალური სიზმარი კადილაკში
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
„იღუპება იხტიოფაუნა, კატასტროფაა ყველა მდინარეში“ – „აქ არის დიდი ფული და ბრაკონიერები მიდიან ყველაფერზე“
ფასები 12.8%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ოქტომბერში
მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - Top-10 კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს
ხავიმ ლაპორტას სია ჩამოუწერა - პრეზენტაცია ორშაბათს ჩატარდება
თურქული პრესა: შოთა არველაძე მალე ცნობილ ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი - სილესენს აკრიტიკებენ