წვიმის დროს საცობებში "გაჭედილი" თბილისი
წვიმის დროს საცობებში "გაჭედილი" თბილისი
09.10.2021
ბოლო დღე­ე­ბია, თბი­ლის­ში ამინ­დი საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა წვი­მის­გან დას­ვე­ლე­ბულ ქუ­ჩებ­ში შე­ნე­ლე­ბუ­ლია. თუმ­ცა, წვი­მის დროს ან მის შემ­დეგ სა­ცო­ბებ­ში დგო­მის ხან­გრძლი­ვო­ბა თით­ქოს, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია - თუ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებს ავი­ღებთ, მშრალ ამინ­დთან შე­და­რე­ბით, თუნ­დაც ოდ­ნავ წვი­მი­ან ამინ­დში მძღო­ლებს იმა­ზე ბევ­რად დიდ­ხანს უწევთ სა­ცო­ბებ­ში დგო­მა, ვიდ­რე უნდა უწევ­დეთ. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს წვი­მის დროს, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს "ცხრა მთად და ცხრა ზღვად“ აქ­ცევს.

ექ­სპერ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე:

- რა­ტომ ნელ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა? არ
შე­იძ­ლე­ბა, ეს მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტორს მი­ვა­წე­როთ, მაგ­რამ სა­ნამ ამ თე­მის ცო­ტა­თი გაშ­ლას და­ვი­წყებ, შე­მო­გიბ­რუ­ნებთ კი­თხვას. თა­ვად ხომ ატა­რებთ ავ­ტო­მო­ბილს, წვი­მა­ში ანე­ლებთ? თუ კი, ანუ, თქვენ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ვერ და­ი­მორ­ჩი­ლოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამი­ტომ, და­ვი­წყოთ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: პირ­ველ რიგ­ში, რა­საც მე ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ესაა მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის აღე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ვა­კუ­უ­მი - არა პრო­ცე­დუ­რუ­ლად, არა­მედ იმ კუ­თხით, თუ რო­გორ ვსწავ­ლობთ მძღო­ლო­ბას. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, უკვე ქუ­ჩებ­ში, რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში და­ი­წყე­ბა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და ადა­მი­ანს ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ცობ­ში, ჩქა­როს­ნულ გზა­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წარ­მო­შო­ბი­ლი დაბ­რკო­ლე­ბის
დროს და ა.შ. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის უქონ­ლო­ბა, - თა­ვა­დაც აღი­ა­რებთ, რომ ფრთხი­ლობთ, რათა ავ­ტო­მო­ბი­ლი არ მო­გის­რი­ალ­დეთ. შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, მა­გა­ლი­თად, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დამ­წყე­ბი, პა­ტა­რა ბავ­შვი ორი ხე­ლის ნაც­ვლად ჯერ ერთი ხე­ლით უკ­რავს, ვი­ნა­ი­დან კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს და რო­გორც კი ტემპს აუჩ­ქა­რებს, მა­შინ­ვე ეშ­ლე­ბა. ასე­ვეა დამ­წყე­ბი მძღო­ლი, რო­მელ­მაც იცის ოდ­ნავ, ტა­ა­ტით დაძ­ვრა და გა­ჩე­რე­ბა, ასეთ დო­ნე­ზე მარ­თვის მცოდ­ნე რისკ-ჯგუ­ფია - არ ვამ­ბობ, რომ ისი­ნი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ჯერ არ აქვთ უსაფრ­თხო მარ­თვის უნა­რე­ბი ბო­ლომ­დე შე­ძე­ნი­ლი. ეს ემარ­თე­ბა გა­მო­უც­დელ, ახალ­ბე­და მძღოლს და ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა - თა­ვის თავ­ში არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ წვი­მის პი­რო­ბებ­ში მა­გა­ლი­თად, შეძ­ლებს დრო­უ­ლად და­მუხ­რუ­ჭე­ბას, სწრა­ფად მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბას. ანუ, სა­ერ­თო ჯამ­ში, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია თა­ვის თავ­ში და­ურ­წმუ­ნებ­ლო­ბა, რაც მო­დის ნაკ­ლე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­დან.

გარ­და ამი­სა, ოდ­ნავ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის დრო­საც კი, ასე ვთქვათ, გუ­ბე­ში "შეჭყლა­პუ­ნე­ბა“, ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, სა­ბუ­რა­ვის გზის სა­ფა­რი­დან მო­წყვე­ტას იწ­ვევს - ამ პრო­ცესს აკ­ვაპ­ლა­ნი­რე­ბა ჰქვია. ე.ი., სა­ბუ­რა­ვი კი არ მი­გო­რავს გზის სა­ფარ­ზე, არა­მედ მი­ცუ­რავს წყლის ზე­და­პირ­ზე. ამ დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უმარ­თა­ვი ხდე­ბა. ანუ, დიდი გუ­ბე­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. იცით, რომ თბი­ლის­ში გზე­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ბევ­რი გა­კეთ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გვაქვს ისე­თი გზე­ბი, სა­დაც გუ­ბე­ე­ბი დგე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნი­აღ­ვრე დიდი წვი­მის გამო იჭე­დე­ბა. გუ­ბის ქვეშ ვერ ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამი­ტომ, ვე­რი­დე­ბით და ნელა შევ­დი­ვართ. ეს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია ჩვენს უკან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­კა­დის და­მუხ­რუ­ჭე­ბა­სა და შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს.

მე­სა­მე ფაქ­ტო­რია ის, რომ თა­ვის მხრი­ვაც, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი თუ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, ისი­ნი ვერ გა­და­ახ­ტე­ბი­ან ამ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, დამ­წყე­ბი მძღო­ლე­ბის მიერ შე­გუ­ბე­ბულ ნა­კადს. ამი­ტომ, გინ­და, არ გინ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც ნელ­დე­ბა და ეს ჯაჭ­ვუ­რად, მთლი­ა­ნო­ბა­ში გვაძ­ლევს იმ სუ­რათს, რა­საც გვაძ­ლევს.

კი­დე­ვაა ერთი ფაქ­ტო­რი - შიგ­ნი­დან მინა ხომ იორ­თქლე­ბა? ბევ­რმა არ იცის შიდა ვენ­ტი­ლა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა. მძღო­ლის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­ქა­რე მი­ნა­ზე რჩე­ბა ისე­თი ორ­თქლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბას ზღუ­დავს. ეს ჰგავს იმას, როცა ცხე­ნებს თვა­ლებ­ზე ორ­ჟებს უკე­თე­ბენ, მარ­ტო პირ­და­პირ რომ იყუ­რონ, შე­სა­ბა­მი­სად, მძღოლს გვი­რა­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა უწევს, მხო­ლოდ პირ­და­პირ ხე­დავს. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვერ­დი­თი მხედ­ვე­ლო­ბი­დან უნდა მი­ი­ღოს, ამ შე­ორ­თქლი­ლი მი­ნე­ბის გამო უკვე ჭირს. მოკ­ლედ, ამ ბევ­რი ფაქ­ტო­რის შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რა­საც ვი­ღებთ. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­სურ­ვოთ, რომ მეტი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მეტი ცოდ­ნა, მეტი უკე­თე­სი გზა და სა­ნი­აღ­ვრე იყოს, უნდა ვე­ცა­დოთ, ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე განვტვირ­თოთ წვი­მის დროს სა­ცო­ბე­ბი.

- პირ­ველ რიგ­ში, რით შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს პროგ­რე­სი ამ თვალ­საზ­რი­სით?

განაგრძეთ კითხვა



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
2021-11-03 04:52:24
კომპანიამ Audi ოფიციალურად წარმოადგინა მისი ფლაგმანი სედანის A8-ს განახლებული მოდელი.
article image
Cat Image
2021-10-30 04:40:37
კომპანიამ Toyota ოფიციალურად წარმოადგინა პირველი სერიული ელექტრო-ქროსოვერი bZ4X,
article image
Cat Image
2021-10-28 17:33:56
მილიონერების საყვარელი სათამაშო დაბრუნდა!
როგორ განვათავსოთ საწოლი პატარა ზომის სახლში – 9 საინტერესო შემოთავაზება
17 იდეა აგარაკისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენს ნაკვეთში
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში - სად ცხოვრობს მეამბოხე წყვილი
ავტო
 ავტო
8300
Ford Fusion 2013
13490
Mercedes-Benz GLA 250 2016
3000
Mitsubishi Pajero iO 1998
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
30
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
20
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში
[PREVIEW] პსჟ მესის გარეშე, "შერიფის" მორიგი ზღაპრის მოლოდინში...
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში, რონალდოს გმირობა და ფატის ჩინებული დაბრუნება [VIDEO]
"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე
სხვა სიახლეები
02.11.2021
მაზდა ცენტრი თეგეტაში იაპონური ბრენდის მოდელების სრული სპექტრი და საუკეთესო შეთავაზებები გელოდებათ:
სრულად
AUTOBILD-ის 30 ოქტომბრის გადაცემა
30.10.2021
ტელეკომპანია პალიტრანიუსი და ვებ-გვერდი Autobild.ge ყოველ შაბათს წარმოგიდგენთ გადაცემას ავტომობილებზე - AUTOBILD
სრულად
„იღუპება იხტიოფაუნა, კატასტროფაა ყველა მდინარეში“ – „აქ არის დიდი ფული და ბრაკონიერები მიდიან ყველაფერზე“
ფასები 12.8%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ოქტომბერში
მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - Top-10 კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს
ხავიმ ლაპორტას სია ჩამოუწერა - პრეზენტაცია ორშაბათს ჩატარდება
თურქული პრესა: შოთა არველაძე მალე ცნობილ ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი - სილესენს აკრიტიკებენ