პროექტის ინიციატორების ჩანაფიქრით, უსადენო დატენვის სისტემა, გზის საფარში იქნება ინტეგრირებული და ის შეძლებს ნებისმიერი ტიპის ელექტრომობილის დატენვას მოძრაობის შეუჩერებლად. მიჩიგანის შტატის ხელისუფლების აზრით მსგავსი ინფრასტრქუტურის განვითარება ხელს შეუწყობს როგორც კერძო ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის განვითარებას.
შტატი ამ ტიპის ტრასის მშენებლობასთან დაკავშირებით განცახდებების მიღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ტექნოლოგია ამ ეტაპზე საწყის ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის გზები უკვე არის შვედეთის ქალაქ გოტლანდში, ისრაელი ქალაქ თელ ავივში და გერმანულ კარლსრუეში.