ავტომობილის მთავარი უპირატესობა ეს ნამდვილად სვლის მარაგია, რომელიც ამ დრომდე წარმოდგენილ სერიულ ელექტრომობილებს შორის ყველაზე მაღალია. მას აქვს 150 კვტს ტევადობის ელემენტები, თუმცა მოგვიანებით გამოვა მოდელის უფრო სუსტი ვერსიები 100 და 70 კვტს ტევადობით შესაბამისად 700 და 500 კმ სვლის მარაგით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ მოდელისთვის 1000 კმ სვლის მარაგის მიღწევაში საკვანძო როლი
კიდევ ერთი ინოვაცია ეს მისი ავტოპილოტია ლიდარით 11 კამერით, 5 რადარით და 12 სენსორით. ის სხვა ავტომბოილებს 700 მეტრის რადიუსში ცნობს.
ავტომობილს აქვს სრული ამძრაობა და 2 ძრავი, რომელიც ჯამურად 653 ცხენის ძალას იძლევა. მას ადგილიდან 1000-მდე აცქრება 3,9 წამში შეუძლია, ხოლო მუხრუჭის მანძილი 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 33,5 მეტრია.
NIO ET7 უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, მისი საბაზისო ვერსი 69 ათასი დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე ძვირიანი 81 ათასი დოლარი.