ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინი მნიშვმნელოვნად არის გამოცვლილი ის უფრო თავშეკავებულად გამოიყურება და ამავდროულად უფრო წარმომადგენლობითია ვიდრე წინა თაობის მოდელი, ამის მიღწევა კი მკვეთრ ხაზებზე და ნიკელის ჭარბად გამოყენებაზე უარით გახდა შესაძლებელი, რომლის ნაცვლად ახლა ჩამუქებული დეკორი ჩანს. თუმცა საფირმო რადიატორის ცხაურაზე მოდელმა უარი არ თქვა და ის მთელი თავისი დიდებულებით ადგილზეა.
უკანა ნაწილში კი ტრადიციული ლოგოს ნაცვლად გაჩნდა დიდი ზომის მინაწერი Lexus, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით „ბრენდის ახალი ერის“ მაუწყებელია.
ტექნიკურად ის იმავე პლატფორმაზეა რომელზეც Toyota Land Cruiser 300. ძრავების გამაში ვხედავთ ახალ V35A-FTS, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა სედანში Lexus LS 500. ის 400 ცხენს იძლევა და 650 ნმ მაბრუნი აქვს. ალტერნატივად კი 3,3 ლიტრიანი დიზელის ორმაგად ტურბირებული V6-ია, რომელიც 300 ცხენს იძლევა და 700 ნმ მაბრუნი აქვს. ორივე ძრავი დაყწვილებულია 10-საფეხურიან ავტომატთან. ამასთან, ის 200 კგ-ით მსუბუქია წინამორბედზე, რაც ძირითადად ძრავის ხარჯზე მოხერხდა.
სიახლეს ინტერიერი შესრულებულია Tazuna კონცეპციით, რომელსაც საფუძვლად უდევს უწყვეტი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის. დისპლეი და ღილაკები აქ ისეა განლაგებული რომ მძღოლს არ მოუწიოს ზედმეტად ხელის გაჭიმვა. აქვს 12,3-იანი ეკრანი, სხვადასხვა უსაფრთხოებისა და ასისტენტ სისტემები, Mark Levinson Premium Surround აუდიო სისტემა 25 დინამიკით, თანამედროვე კრუიზ კონტროლი და ადაპტირებული მაშუქების მართვის სისტემა. VIP-ვერსიისთვის კი გამზადებულია უკანა რიგში ორი სავარძელი რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.
ავტომობილი რომელიც პირველად 1996 წელს წარმოადგინეს დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდი ზომის უგზოობის მოდელების მოყვარულებში, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა აშშ, რუსეთი და არაბული ქვეყნები