როგორც ცნობილია Corvette Stingray-ის სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა კიდევ ერთი დამუხტული ვერსია იდნექსით Z06 და ის საკმაოდ სწრაფად გახდა ძალიან პოპულარული. როგორც Chevrolet-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა დილერმა განაცხადა, ისინი ახალ Z06-ში 1000 დოლარს ითხოვენ და მოდელის პრემეირიდან რამდენიმე დღეში მათ 1087 შეკვეთა დაუგროვდათ. კვოტების გათვალსიწნებით კი ეს ნიშნავს, რომ მასზე მოლოდინის რეჟიმი 3 წელზე გაიწელა.
ეს კი ხდება იმ დროს როცა General Motors-ს ამ სპორტქარის ფასი ჯერ არ დაუსახელებია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, Z06-ის წარმოება უნდა დაიწყოს 2022 წელს, მაგრამ
მიკროელემენტების დეფიციტურმა სიტუაციამ ამ გეგმებში შეიძლება შესწორებები შეიტანოს.
მერვე თაობის შუაძრავიანი სპორტქარი მოდიფიკაციით Z06, გამოვა 5,5 ლიტრიანი 670-ძალიანი V8 ძრავით, რომელიც მან ისესხა მოდელისგან Corvette C8.R.