აღმოჩნდა, რომ ღირებულებას ყველაზე უკეთ ინარჩუნებენ იაპონური ავტომობილები და ამერიკული ჩარჩო ძარას მქონე პიკაპები, ასევე .... სპორტქარები!. აი ევროპული პრემიუმ-კლასის სედანები და საშუალოდ ყველაზე სწრაფად იაფდება. საშუალოდ წელს ამერიკის ბაზარზე 5-წლიანი გაუფასურების მაჩვენებეკლი 40%-ია, მაშინ როცა გასულ წელს ისინი ამ ხნის განმავლობაში ღირებულების ნახევარს კარგავდნენ.
მიუხედავად ამისა, არის ავტომობილები რომლებიც ბევრად ნაკლებად უფასურდებიან. ირკვევა რომ ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების მხოლოდ 11%-ს
ხუთეულში მოხვდა ორი პიკაპი Toyota — Tacoma (13,8%) და Tundra (19,5%); ათეულში სხვადასხვა პოზიციებს კი იკავებენ Ford Mustang (21%), Chevrolet Corvette (22,7%), Chevrolet Camaro (23,6%) და Dodge Challenger (24,4%). ატეულს ხურავს Toyota 4Runner (24,6%).
პოლუსის მეორე მხარეს კი არიან მოდელები, რომლებიც 5 წელიწადში ერთნახევრჯერ სწრფად უფასურდებიან. ლიდერია ელექტრომობილი Nissan Leaf — რომელიც ხუთ წელიწადში კარგავს ღირებულების ⅔-ს, მეორეზეა ელემენტებიანი BMW i3 (63,1%), მესამეზე კი BMW 7-Series (61,5%).
დარჩენილ ადგილებს ათეულში იკავებენ — Maserati Ghibli (61,3%), BMW X5 (60,3%), Jaguar XF (59,5%), BMW 5-Series (59,1%), Audi A6 (58,2%) და Volvo S60 (57,3%). ერთადერთი გამონაკლისია — Lincoln Navigator L მაჩვენებლით მინუს 57,7%.
ISeeCars-ის ექსპერტების შეფასებით კუპეები უფრო ნელა უფასურდებიან ვიდრე კაბრიოლეტები, ხოლო რპემიალური ბრენდები უფრო მეტად იკლებენ ფასში ვიდრე ბიუჯეტურები. ამასთან მეორადების ბაზარზე მოქმედებს მოდელის გამძლეობის ეფექტიც. ამასთან დადგინდა რომ ჰიბრიდები და ელექტრომობილები ტრადიციულძრავიან ავტომობილებზე სწრაფად უფასურდებიან