ის პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ, ორშაბათის მონაცემებით, 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული მილიარდერთა რეიტინგი.
მასკის ახალი რეკორდი მის მიერ დაარსებული კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასის მატებას უკავშირდება.
ბოლო ერთი კვირაა, მის ფასიან ქაღალდებზე ფასი იმატებს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ Hertz-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმება შედგა, რომელმაც მასკის 100 000 ავტომანქანა შეუკვეთა. მხოლოდ დღეს, ორი საათის განმავლობაში, ვაჭრობის დაწყებიდან, tesla-ს აქციების
კომპანია Tesla ილონ მასკმა 2003 წელს დააარსა, რომელიც თავდაპირველად ელექტროავტომობილებს აწარმოებდა, მოგვიანებით კი მზის ელემენტებისა და სხვა ენერგოდაგროვებითი სისტემების გამოშვებაც დაიწყო.