ცნობილია რომ მასკი ტიმ კუკივით მარტივ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ზოგჯერ მას საკმაოდ გემოვნებით და მდიდრულადაც აცვია. მიუხედავად იმისა, როპმ ილონ მასკი თვლის რომ თვითგამოხატვისთვის ადამიანებს სამოსი არ უნდა სჭირდებოდეთ და არ თვლის საჭიროდ ბევრი ფულის ხარჯვას ტანსაცმელში, ზოგჯერ მას უწევს უფრო ეფექტიანად გამოპიყურებოდეს და მაღალი მოდის დიზაინერების სამოსით გამოეწყოს.

მის გარდერობში ცნობილი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებს იპოვით. მაგალითად მაისში
ილონ მასკს შეკვეთით უკერავს კოსტიუმებს ამერიკული ბრენდი Tom Ford, ყოველ შემთხვევაში ასე იყო სანამ მას საკუთარი „ინსტაგრამი“ ჰქონდა. მის ერთადერთ სელფიში ჩანს როგორ პოზირებს მასკი ამ ბრენდის სმოკინგში, რომელიც „მოჭიმული“ ჰქონდა. 2017 წელს კი Tesla Semi-ს პრეზენტაციაზე მას ამავე ბრენდის ქურთუკი ეცვა.

მილიარდერს ხშირად ნახავთ ბაიკერულ ან გაცვეთილი ტყავის ქურთუკში ან დიდი ზომის ცხვრის ბომბერში ე.წ. „დუბლიონკაში“. ეს არის ბრიტანული ბრენდის Belstaff-ის წყალგაუმტარი ქურთუკები, რომელიც ხშირად აცვიათ ხოლმე ჰოლივუდურ ფილმებში სხვადასხვა მსახიობებს.
ქურთუკების ქვეშ კი მას სხვადასხვა გამოსახულების ბრენდ Everyday Astronaut-ის მაისურები აცვია, როიმელთა ფასი ხშრიად 32 დოლარს არ აღემატება.
რაც შეეხება აქსესუარებს მასკს მისი ტარება არ უყვარს, თუცმა ერთ-ერთ ფოტოზე მას Tag Heuer Carrera Calibre 1887 მაჯის საათი უკეთია რომელიც შემუშავებულია მისსავე კომპანია Space X-თან თანამშრომლობით. გაყიდვების სტარტზე მათი ღირებულება 6 ათასი დოლარი იყო.
ფეხსაცმლების დროს კი მილიარდერი უპირატესობას დაბალ-ქუსლიან ყელიან ფეხსაცმლებს ე.წ. ბათინკებს ანიჭებს, თუმცა 2019 წელს Tesla Model Y-ის პრეზენტაციისთვის ის გამოეწყო Nike-ის ექსკლუზიურ სპორტულ ფეხსაცმლებში, რომელიც მისი დაკვეთით დაამზადეს.

ამასთან ილონ მასკი დიდი ხანია მეგობრობს კანიე ვესტთან, რომელსაც მისი ტანსაცმლის ბრენდი Yeezy აქვს და რომელმაც საკუთარი ექსკლუზიური ხაზის Yeezy 500 High ფუტურისტული ფეხსაცმლები აჩუქა მასკს, რომელიც ჩუქებიდან ნახევარი წლის შემდეგ ჩაუშვა გაყიდვაში 220 დოლარად.