ავტომობილის სიგრძე 4705 მმ-ია და ის წინა თაობაზე მთელი 74მმ-ით გრძელია. ის ასევე 154მმ-ით გრძელია მიმავალ AMG GT Roadster-ზე, რომელთანაც წინა თაობას ერთგვარი კანიბალიზმი ჰქონდა - ბრენდს ჰყავდა ორი როდსტერი ორივე V8 ძრავით, რაც რათქმაუნდა ორივეს გაყიდვებს ურტყამდა.
ახალ SL-ს უფრო მოჭიმული, კიდევ უფრო სპორტული იერი
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი სასტარტო ეტაპზე 4.0 ლიტრიანი V8 ძრავით გამოვა, თუმცა მოგვიანებით ჰიბრიდული და სრულაიდ ელექტრო ვერსიაც შეიძლება დაიმატოს. სასტარტო SL 55 - 470 ცხენს გამოცემა, ხოლო SL 63 - 577-ს. საბაზისო მოდელი ადგილიდან 100-მდე 3,9 წამში აჩქარდება, ხოლო ტოპ-ვერსია 3,6 წამში. მოსალოდნელი პლაგინი კი 831 ცხენს ჩაიდგამს და მისი აჩქარების მომენტი კიდევ უფრო მცირე იქნება.
ავტომობილის სალონი ულტრათანამედროვედ გამოიყურება, სადაც კლასიკურ დეტალებთან ერთად ტანამედროვე დიდი ზომის 20-იანი დისპლეი პოზიციონრიებს. სალონი კი არის 2+2 თუცმა უკანა დასაჯდომებს უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს და კარგია ჩანთის დასადებად და არა მოზრდილი ადამიანების კომფორტულად მგზავრობისთვის.
სიახლეზე შეკვეთების მიღება წლის ბოლოდან დაიწყება მიწოდება კი 2022 წლიდან. ფასი ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის 100,000+ ევრო ეღირება.